ხაჭოს ძალიან ნაზი პეროგი, რომლის გემოსაც ვერ დაივიწყებთ

მაქსიმალურად გამოიყენეთ დასვენების დღეები და შეეცადეთ, თქვენი საყვარელი ადამიანები გაანებივროთ უგემრიელესი კერძებითა და დესერტებით. ჩვენც ვზრუნავთ თქვენზე და პერიდულად მოგაწვდით სეზონის შესაბამის ახალ-ახალ რეცეპტებს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს პეროგის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ უგემრიელესია, არომატულ ჩაისთან ერთად კი საოცრებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • ხაჭო 9%-იანი 300 გრ
  • კარაქი 150 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • გარგრის ჩირი 100 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ღრმა თასი, ჩაყარეთ 200 გრ შაქარი, დაასხით გამდნარი კარაქი, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.
  2. დაამატეთ ხაჭო და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე  დააბლენდერეთ.
  3. გარგრის ჩირი დაჭერით და დაამატეთ ცომს.
  4. შეაზავეთ სოდით, ვანილით და თანდათან შეაზილეთ ფქვილი.
  5. აიღეთ 19-20 სმ დიამეტრის ფორმა და წაუსვით კარაქი.
  6. ცომი გადაიტანეთ ფორმაზე და თანაბრად გაანაწილეთ.
  7. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე და აცხობთ 50-60 წუთის განმავლობაში.
  8. დამთავრებამედე 20 წუთით ადრე ფორმას გადააფარეთ ფოლგა და კვლავ გააგრძელეთ ცხობა.
  9. პეროგი გააგრილეთ და გადაიტანეთ ლანგარზე. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ისიამოვნეთ!