ჩვენი სხეული ხშირად გვიგზავნის სიგნალებს იმ პრობლემების შესახებ, რომელზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ამ შემთხვევაში არც ენაა გამონაკლისი და მისი დახმარებით ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ ბევრი რამის გაგება შეგვიძლია:
მარწყვივით წითელი ფერი
ეს იმის მანიშნებელია, რომ არასაკმარის ვიტამინებს იღებთ. ამას რკინის და B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. უარეს შემთხვევებში შესაძლოა ენის ტკივილმა შეგაწუხოთ ცხელი სასმელის ან ცხარე საჭმელის მირთმევისას.
შავი ან ყავისფერი ფენა
ეს საშიშად გამოიყურება, თუმცა შავი და ყავისფერი ფენა ხშირად მხოლოდ ცუდ ჰიგიენაზე, მოწვევის ცუდ ჩვევაზე და ასევე ბევრი ყავის და შავი ჩაის დალევაზე მიგვანიშნებს. ამას ცუდი სუნის გამოწვევაც შეუძლია.
ზედმეტად ბევრი თეთრი ზედნადები
ასეთი ნიშანი ხშირად სოკოვანი ინფექციის სიმპტომია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ანტიბიოტიკების მიღება, დიაბეტი, სუსტი იმუნური სისტემა ან მაღალი სისხლის წნევა.
ზოლები ზედაპირზე
ასეთი ზოლები ასაკის მატების ნიშანია და როგორც წესი უსაფრთხოა, თუმცა თუ კბილებს ხშირად არ გამოიხეხავთ, მასინ მათში შესაძლოა სოკოვანი ინფექცია გაჩნდეს ადვილად. ეს სერიოზულ ტკივილს და წვას გამოიწვევს.
პატარა თეთრი წერტილები ენაზე
ასეთი ნიშანი მაშინ ჩნდება, როდესაც კანს რაიმე აღიზიანებს. მაგალითად ამის გამოწვევა კბილს შეუძლია, რომელიც გამუდმებით ეხახუნება ენის ზედაპირს. ასეთი წერტილების გაჩენას ასევე უჯრედების გაზრდილი წარმოების პროცესი იწვევს, რაც ზედმეტად ბევრი მოწევის დამსახურებაა. ასეთი უჯრედების 17% შეიძლება კიბოს უჯრედები გამოდგეს, რის გამოც ექიმს უნდა მიმართოთ.
წითელი ლაქები და ბუშტუკები
თუ ასეთი ნიშნები დიდი ხნის განმავლობაში შეგინარჩუნდათ და არ გაქრა, მაშინ ეს სიმპტომი სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მას ხშირად აკავშირებენ ენის კიბოსთან, რის გამოც სასწრაფოდ უნდა ნახოთ ექიმი მათი შემჩნევისას.
წვის სენსაცია
ეს სიმპტომი ხშირია იმ ქალებში, რომლებიც მენოპაუზას და მნიშვნელოვან ჰორმონალურ ცვილებებს განიცდიან. ამ პრობლემის ქონის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ბუშტუკები და შეშუპებები
ეს საშიში სიმპტომი არ გახლავთ და თუ ტკივილი არ გაწუხებთ, მაშინ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ.
მტკივნეული მუწუკები
ეს ორალური ინფექციის ნიშანია, რომელიც ბავშვებს უჩნდებათ ხშირად. ის ასევე ზრდასრულების 20 პროცენტსაც უჩნდება და ძირითადად სუსტი იმუნური სისტემის ქონის გამო ჩნდება. ისინი წესით 2 კვირაში ქრებია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.