ჰიპერტენზია და ქოლესტერინის მომატებული დონე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გავრცელების ძირითადი მიზეზებია.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც დაგირეგულირდებათ ქოლესტერინის დონე და მოგიწესრიგდებათ არტერიული წნევა.
ეს შესანიშნავი საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ინფექციებისა და დაღლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. საშინაო პირობებში მომომზადებული სამკურნალო სიროფი ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანოების გამართულად ფუნქციონირებისთვის.
სამკურნალო სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 10 კბილი
- ვაშლის ძმარი 50 მლ
- თაფლი 1 ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ. კ.
- კაკალი 100 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ნიორი ისე დანაყეთ, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
- რეკომენდებულია მიიღოთ დღეში 2-ჯერ, 1 ჩ. კ. უზმოზე, მეორე-სადილამდე.
დაიმახსოვრეთ, მკურნალობას შედეგი არ ექნება და ამ პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ, თუ სწორად არ იკვებებით და პასიურ ცხოვრებას ეწევით. შეამცირეთ შემწვარი და დამუშავებული პროდუქტების მიღება, გაზარდეთ ხილის, ბოსტეულისა და პარკოსნების გამოყენება, ივარჯიშეთ ყოველ დღე, იარეთ ფეხით, იცეკვეთ, ისეირნეთ ველოსიპედით.
გაითავალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ სამკურნალო სიროფი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზზე.