შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ავსებს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს მსხვილ ნაოჭებსა და ფორებს, აფერხებს დაბერების პროცესს, აქვს ლიფტინგის ეფექტი, ამკვრიბებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, მაღლა წევს სახის ოვალს.
ნიღაბის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს კანზე სამკურნალო ეფექტი აქვს.
ბანანი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც იწვევს ნაადრევ დაბერებას. ბანანი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას. ის აგრეთვე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ნახშირწყლებს, მინერალებს, ბოჭკოებს და სხვა საკვებ ნივთიერებებს.
თაფლი საუკეთესო დამატენიანებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც აახალგაზრდავებს და ათანაბრებს კანის ტონს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებს დაბერების პროცესს.
ლობიო მუნგი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც ამცირებს ფორებს. მსუბუქი ამქერცლავი საშუალება კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს, არბილებს. იგივე შესანიშნავი თვისებები აქვს მწვანე ბარდასაც.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლობიო მუნგი ან მწვანე ბარდა 2 ჩ. კ.
- ბანანის პიურე 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლობიო ჩაალბეთ და დააბლენდერეთ, დაამატეთ ბანანის პიურე და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ასაკსაწინააღმდეგო ნიღაბიც მზად არის.
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და დაახურეთ ხუფი. 2-3 დღით შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.