ფეხებზე კანი ხშირად უხეშდება, რაც ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახი და მტკივნეულიცაა, რადგან გაუხეშებულ კანზე ხშირად ჩნდება ნახეთქები. ამ უსიამოვნო პრობლემისგან თავის დასაღწევად მიმართავთ სილამაზის სალონს, მაგრამ ყველას არ აქვს სალონური პროცედურების რეგულარულად ჩატარების საშუალება.
საბედნიეროდ, არსებობს საოცარი და ძალიან სასარგებლო ინგრედიენტი – სოდა. სოდას იყენებენ სამზარეულოში როგორც კერძების მოსამზადებლად, ასევე სისუფთავის დასაცავად.
ეს საოცარი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა სამკურნალოდ.
სოდა თქვენი სილამაზის დამცველია და მის ბაზაზე უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალებაა მომზადებული.
ამჯერად, შემოგთავაზებთ უმარტივეს საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ გაუხეშებული კანის მოშორებას.
პროცედურისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხელი წყალი 4-5 ლ
- სოდა 3 ს. კ.
ინსტრუქცია:
- სოდა გახსენით ცხელ წყალში. მომზადებულ ხსნარში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი.
- ამის შემდეგ ტერფები გაიხეხეთ პემზით, შემდეგ წისვით მკვებავი მალამო ან ვაზელინი.
პირველივე პროცედურის შემდეგ დადებით შედეგს მიიღებთ. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.
გამოიყენეთ უმარტივესი მეთოდი. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.