მეცნიერების გამოთვლით მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების 70% არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიერაა გამოწვეული. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ მეტი ფაქტი ჩვენ ჯანმრთელობის შესახებ, რათა ადვილად შევინარჩუნოთ სიჯანსაღე:
10. ხანდახან შიმშილი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის
მეცნიერების თქმით 2-4 დღიანი შიმშილი აჯანსაღებს იმუნური სისტემას, რადგან ამ დროს ორგანიზმი გლუკოზის, ცხიმის და სხვა არაჯანსაღი ნივთიერებების დაშლას იწყებს ენერგიის მისაღებად.
9. ღამით მცირე შუქის დანახვამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს
იაპონელი მეცნიერების თქმით ძლის დროს ოთახში არსებულმა მცირე სინათლის წყარომაც კი შეიძლება ჩვენი შიდა ბიოლოგიური საათის მუშაობა შეაფერხოს, რაც დეპრესიისგან დამცავი ჰორმონი მელატონინის გამოყოფის პროცესს აფერხებს.
8. სახლის გაწმენდა ქალების ფილტვების მდგომარეობას აუარესებს
ნორვეგიელი მეცნიერების დასკვნით სხვა ქალებისგან განსხვავებით იმ ქალების ფილტვების მდგომარეობა, რომლებიც დამლაგებლებად მუშაობდნენ ან ისე ჰქონდათ ხშირი შეხება ქიმიურ საწმენდ საშუალებებთან, დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად უარესდებოდა. 20 წლის განმავლობაში საწმენდი საშუალებების გამოყენება დამლაგებლების ფილტვებს მაგალითად 20 წლის განმავლობაში მოწევაზე უფრო დიდ ზიანს აყენებს.
7. ელექტრო სიგარეტების გამოყენება ფილტვების ანთების რისკს ზრდის
ლონდონელი მეცნიერების თქმით ელექტრონული სიგარეტების ორთქლი ეხმარება ფილტვების ანთების გამომწვევ ბაქტერიებ სასუნთქი სისტემების კედლების უჯრედებში უფრო მარტივად შეღწევაში.
6. ოპტიმისტებს გულის პრობლემები უფრო ნაკლებად აწუხებთ
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით 2400 ადამიანის გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ პოზიტიური ხასიათის მქონე ადამიანებს 30-40 პროცენტით უფრო ნაკლებ შემთხვევაში სჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა. პოზიტიური ხასიათი ადრენალინის და კორტიზოლის წარმოქმნას უშლის ხელს, რითაც ამ ელემენტების წყალობით გულის დაავადებების გაჩენის რისკი მცირდება.
5. ყავის სმამ ქალის მკერდის დაპატარავება შეიძლება გამოიწვიოს
ბრიტანულ სამეცნიერუ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დღეში სამზე მეტი ჭიქა ყავის დალევამ შეიძლება ქალის მკერდის დაპატარავება გამოიწვიოს. ამას ამ ორი აქტივობის დამაკავშირებელი სპეციალური ჰორმონი იწვევს.
4. ბოდიბილდინგი ადამიანის გაძლიერებას არ იწვევს
მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ბოდიბილდინგის ვარჯიშები კუნთების ზომის გაზრდის მიუხედავად ადამიანის ფიზიკური ძალის მომატებას არ იწვევს. ხშირ შემთხვევაში გიგანტური კუნთები ჩვეულებრივი ადამიანის კუნთებზე უფრო ნაკლებ ძალასაც კი გამოიმუშავებენ.
3. პარტნიორის გარეშე ყოფნა თქვენი ფიგურისთვის უკეთესია
ავსტრალიის სამეცნიერუ უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით 9 წლის განმავლობაში 15 ათასი ადამიანის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები 20 პროცენტით უფრო ხშირად იმატებენ წონას მარტოხელა ადამიანებთან ან განქორწინებულ პირებთან შედარებით.
2. ბედნიერების საიდუმლო ინტერნეტის დღიურ გამოყენებასაც ითვალისწინებს
ნორვეგიელი მეცნიერების თქმით 100 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებისთვის ბედნიერების შეგრძნების გასაჩენად ინტერნეტის ყოველდღიურად გამოყენებაა საჭირო. მკვლევარების აზრით ეს ადამიანებს შუახნის კრიზისის უფრო მარტივად გადალახვაშიც ეხმარებათ.
1. შიშველი ძილი უფრო სასარგებლოა
ამერიკის ეროვნული ძილის ფონდის დასკვნით შიშველი ძილი უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან ეს ორგანიზმს ოპტიმალურ ტემპერატურას უნარჩუნებს მთელი ძილის განმავლობაში. თანაც როდესაც სიგრილეს ვგრძნობთ, ორგანიზმი იწყებს იმ ჰორმონის წარმოებას, რომელიც კანის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს, რისი დახმარებითაც უფრო ჯანსაღი ხდება ჩვენი თმა და კანი. ასევე ტანსაცმლის რეზინების და შესაკრავების ნაკლებობა უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის პროცესების შეუფერხებლად მუშაობასაც.