სახსრებისა და კუნთების ტკივილი გაუსაძლისია და ცხოვრების ხალისს გიკარგავთ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება არსებობს, მაგრამ დიდი ხნით მათ გამოყენებას აქვს უკუჩვენებები და შედეგად მოჰყბება ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები.
გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ ქიმიურ პრეპარატებს ხანგრძლივად. იმისათვის, რომ შეამციროთ მედიკამენტების გამოყენება, აღმოფხვრათ ანთება და შეიმსუბუქოთ ტკივილი, გირჩევთ, მოამზადოთ მარტივი, ხელნაკეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რომლებიც გაჯერებულია ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრგრედიენტებით. მათი წყალობით, მარტივად შეძლებთ ამ პრობლემებისგან გათავისუფლებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო ზეთის რეცეპტს. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. ჭ.
- კაიენის წიწიაკის ფხვნილი 4 ს. კ.
- ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი ან 4 ს. კ. ფხვნილი
მომზადების წესი:
- ჯანჯაფილი გახეხეთ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად მინის ქილაში მოათავსეთ და ხის კოვზით აურიეთ.
- ქილა ერთი საათით მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადმოდგით და გააჩერეთ 2-3 საათი, შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში. მომზადებული ლოსიონი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე. იგი გამოსაყენებლად ვარგისია რამდენიმე თვის განმავლობაში.
მომზადებული ზეთის მცირე რაოდენობა დაიტნეთ დაზიანებულ ადგილზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. პროცედურა გააგრძელეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ გზით შეძლებთ მტკივნეული ადგილის გახურებას და ხელს შეუწყობთ სამკურნალო ზეთის კანში უკეთ შეღწევას.
ტკივილის გასაყუჩებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად სამკურნალო ნაზავი გამოიყენეთ დღეში ერთხელ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.