ქავილის შეგრძნება და უსიამოვნო სუნი მარტივი აბაზანებით დავამარცხე, მეგობრებსაც ვასწავლე და ბევრი მოვიმადლიერე

მოუხერხებელი ფეხსაცმელი მრავალ პრობლემას იწვევს. იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ, გიწევთ მჭიდრო და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ჩაცმა. დაიმახსოვრეთ, რომ ფეხები სხეულის საყრდენი და საფუძველია, ამიტომ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მათზე.

დაბანვის შემდეგ ფეხები აუცილებლად კარგად უნდა შეიმშრალოთ. სწორედ, ტენი უწყობს ხელს სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების განვითარებას.

სოკოვანი ინფექცია იწვევს უსიამოვნო სუნს, ქავილსა და გაღიზიანებას, ფრჩხილის ფერის შეცვლას, ფრჩხილის კანში ჩაზრდას, ფრჩხილების სიმყიფესა და მსხვრევას, თითებს შორის ნახეთქებს, ფეხების კანის აქერცვლას და ფრჩხილის დაკარგვას.

სოკოს სამკურნალოდ უამრავი ქიმიური მედიკამენტი არსებობს, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საბედნიეროდ, მარტივი ხელნაკეთი სშუალებებითაც შეგიძლიათ მოცემული პრობლემის მოგვარება.

შემოგთავაზებთ უმარტივეს, მაგრამ საოცრად ეფექტურ მეთოდს. პირველ რიგში, თუ გსურთ, ფეხებს შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე, დაიცავით ჰიგიენა.

თუ გსურთ სოკოსგან გათავისუფლება, შემოთავაზებული მეთოდი გამოიყენეთ რეგულარულად.

სამკურნალო პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ ძმარი 1 წილი, წყალი 4 წილი.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ძმარი გააზავეთ წყალში და მომზადებულ ნარევში 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები.
  2. ფეხები კარგად შეიმშრალეთ და ძმრის სუნიც თანდათან გაგიქრებათ.

პროცედურები ჩაიტარეთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!