სტატიაში შემოგთავაზებთ პოპულარულ და საკმაოდ ძველ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ საოცრად გემრიელ ნაღების ნაყინს.
მოამზადეთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული ნაყინი, რომლითაც შეგიძლიათ თამამად გაუმასპინძლდეთ თქვენს პატარებასაც.
ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ლ
- კვერცხი 5 ცალი (მხოლოდ გულები)
- სახამებელი 1 ჩ. კ.
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 400 გრ
მომზადების წესი:
- გააცხელეთ რძე, დაამატეთ კარაქი, კარგად აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან და სახამებელთან ერთად, დაასხით ცოტა რძე ისე, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა.
- კვერცხის გულებიანი მასა დაამატეთ რძეს, კარგად მოურიეთ და აადუღეთ.
- ნაყინის ქვაბი ჩადგით ცივი წყლით სავსე თასში, განუწყვეტლივ ურიეთ და გააციეთ. ცივი წყალი ცვალეთ, სანამ ნაყინი მთლიანად არ გაცივდება.
- არ დაგავიწყდეთ გაციებამდე უნდა ურიოთ, რათა მიიღოთ თანაბარი კონსისტენციის მასა.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ ერთ დიდ კონტეინერში ან პატარა, თქვენთვის სასურველ ფორმებში და შედეთ საყინულეში.
- უგემრიელესი ნაღების ნაყენი მზადაა.
ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ კენკრითა და ხილით შეზავებული, გახეხილი ან გამდნარი შოკოლადით, კაკაოს არომატით ან ლიმონის ცედრით გაჯერებული. შეიძლება ვიღაცას ვანილის ნაყინი სურდეს ან მოხარშული შედედებული რძის შიგთავსით. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მოამზადეთ საოცარი ნაყინი და გემრიელად გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები.