11 ცნობილი ჩვევა, რომელიც ჩვენს შესახედაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს

ყოველდღიურად უამრავ მოქმედებას ვასრულებთ მექანიკურად. მათი ნაწილი ჩვენს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ უნდა იცნობდეთ იმ ჩვევებს, რომლებსაც თქვენს ვიზუალზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ:

1. კომპიუტერთან ჯდომისას ყბაზე და სახეზე ხელის მოკიდება

ყბის ხელზე ჩამოდება ჰიპოიდულ ძვალს აზიანებს და სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. ამას ორმაგი ყბის სინდრომის და კანის სწრაფი დაბერების გამოწვევა შეუძლია. ასევე სახეზე ჭუჭყიანი ხელების მოკიდებაც ხშირად იწვევს კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა აკნე.

2. ფეხების გადაჯვარედინება

ასეთი პოზა სისხლის მიმოქცევას აფერხებს და ჯანმრთელობის პრობლემებს ძალიან სწრაფად იწვევს. მას შეუძლია ასევე ზურგის და სასქესო ორგანოების ტკივილების გაჩენაც კი. ამას ფეხების გადაჯვარედინებისას ხერხემლის ცუდ პოზაში მოქცევა ახერხებს.

3. შხაპის შემდეგ თმის დავარცხნა

სველი თმა უფრო სენსიტიურია და დავარცხნა მას დიდ ზიანს აყენებს. ამის გამო სჯობს იგი მხოლოდ კარგად გაშრობის შემდეგ დაივარცხნოთ და ეს პროცესი ასევე თმის ბოლოებიდან უნდა დაიწყოთ.

4. შოუების გადაბმულად ყურება

ეკრანებიდან წამოსული ლურჯი სინათლე ასეთ დროს ღრმად აღწევს კანის ფენებში და ააქტიურებს თავისუფალ რადიკალებს, რაც კანის უჯრედებს კოლაგენების გამანადგურებელი ფერმენტების წარმოქმნას აიძულებს. ეს კანის დაბერებას უწყობს ხელს.

5. ძილის წინ სმარტფონის გამოყენება

იგივე ლურჯი სინათლე აფერხებს მელატონინის წარმოქმნას ორგანიზმში, რის გამოც ხდება ძიილის შინაგანი განრიგის დარღვევა. ეს მცირე კოსმეტიკურ პრობლემებთან ერთად იმუნური და ენდოკრინული სისტემების დაზიანებასაც იწვევს.

6. მზის კრემის მხოლოდ სახეზე წასმა

მზის სხივებისგან კანის დაცვა ქალაქში ყოფნის დროსაც საჭიროა, თანაც ეს მხოლოდ სახის კანს არ ეხება. ულტრაიისფერი სხივებისგან უნდა დაიცვათ თქვენი კისერი, მკერდი და ხელებიც. რაც უფრო ვბერდებით, მზის სხივები მით უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს კანს.

7. წარბების შესწორებითანავე მაკიაჟის წასმა

პინცეტის გამოყენება კანს მიკროტრამვებს აყენებს, რაც ინფექციის შეჭრის რისკს აჩენს. სწორედ ამიტომ არ უნდა წაისვათ მაკიაჟი წარბების თმების ამოღებისთანავე. უმჯობესია ამ პროცედურის შემდეგ გაიწმინდოთ კანი მსუბუქი დეზინფექცირების ხსნარით.

8. ზეთიანი კანის პუდრით დაფარვა

თუკი თქვენს სახეს პუდრის წასმამდე არ გაიწმინდავთ, მაშინ მაკიაჟის ქვეშ დარჩება მთელი ჭუჭყი და ზეთი. ეს გამოიწვევს კანის ფორების გაჭედვას და გაღიზიანების და გამონაყარის მიზეზი გახდება.

9. სკრაბების გამოყენება

ჩვენი საყვარელი სურნელოვანი სკრაბებიც კი კოსმეტოლოგების მიერ საზიანოდ მიიჩნევა. ისინი კანის მიერ ზეთის წარმოების პროცესს ზრდის და მის დეჰიდრატაციას იწვევს. ამიტომ სკრაბები ლაქტური ან გლიკოლის მჟავების შემცველი კრემებით სჯობს ჩაანაცვლოთ.

10. საღეჭი რეზინის ღეჭვა

გამუდმებული ღეჭვა ყბის ფორმების შეცვლას იწვევს. ამან შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გამოიწვიოს პირის ირგვლივ ნაოჭების გაჩენა. ამიტომ სჯობს საღეჭი რეზინი კამფეტებით ჩაანაცვლოთ.

11. შხაპის ან აბაზანის მიღება ცხელი წყლით

ცხელ წყალს კანზე მზით მიღებული დამწვრობის მსგავსი ეფექტი აქვს, რადგან იგი მის ბუნებრივ ბალანსს არღვევს. ამიტომ ცხელი წყლით მიღებული შხაპი ან აბაზანა იწვევს კანის გამოშრობას, ინფექციებს და ქავილს. გამოიყენეთ თბილი წყალი და ასევე წაისვით კანზე დამატენიანებელი საშუალებები შხაპის და აბაზანის მიღების შემდეგ.