ამ ნაყენს მარტივი ინსტრუქციით ვამზადებ. ის უებარია კუნთების, სახსრების ტკივილისა და ვარიკოზის დროს

როზმარინი არომატული მცენარეა, რომელიც გაჯერებულია უძლიერესი სამკურნალო თვისებებით და ეფექტურად გამოიყენება  ჯანმრთელობასთან დააკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად.

სტატიაში შემოგთავაზებთ როზმარინის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ცელულუტს და ამცირებს ვარიკოზულ ვენებს.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მუჭა როზმარინი და სამედიცინო სპირტი (96%-იანი) 100 მლ.

მომზადების წესი:

  1. მინის ქილაში მოათავსეთ 50 გრ გამხმარი როზმარინი, დაასხით სპირტი, დაახურეთ ხუფი და 40 დღით დააყოვნეთ სიბნელეში.
  2. მოცემული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, გადაასხით ბოთლში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

როზმარინის ნაყენის გამოყენების წესები:

1. სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად.

როზმარინის ნაყენი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი უძლიერესი საშუალებაა. განსააკუთრებისთ სასარგებლოა ართრიტითა და ოსტეოართრიტით დაავადებულ ადამიანთათვის.

ნაყენის მცირე რაოდენობა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიზილეთ ფრთხილი წრიული მოძრაობებით, შემდეგ დაიდეთ ცელოფანი და დაითბუნეთ პირსახოცით. რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი გაგიყუჩდებათ და შეშუპებაც დაცხრება.

კუნთების ტკივილის საწინააღმდეგოდ ჩაიტარეთ იგივე პროცედურები.

2. როზმარინის ნაყენი ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო საშუალებაა.

როზმარინის ნაყენი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის გაზრდას, ტოქსინების აღმოფხვრას და სისხლძარღვებში სისხლის დაგროვების თავიდან აცილებას. ნაყენი საოცრად ეფექტურია ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკისა და პრევენციისათვის.

ყოველდღიურად შეიზილეთ როზმარინის ნაყენი და გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევას, იგრძნობთ შვებას და მოგეხსნებათ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!