
ღვიძლი ორგანოა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში 400-ზე მეტ პროცესში იღებს მონაწილეობას. ღვიძლი ხელს უწყობს ცხიმების მონელებას, წმენდს ორგანიზმს, ანეიტრალებს ტოქსინებსა და საშიშ ნივთიერებებს. ღვიძლი ხელს უწყობს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შენახვას.
ღვიძლი არის ორგანო, რომელიც, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ტოქსინების გაფილტვრაზე და ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნაზე, ამიტომ მისი როლი ჩვენი ორგანიზმისთვის განუსაზღვრელია.
როდესაც ღვიძლი გადატვირთულია ტოქსინებით ან ცხიმებით, ჩვენს ორგანიზმს ექმნება როგორც ჯანმრთელობასთან, ისე სილამზესთან დაკავშირებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანი ვალდებულია აკონტროლოს ღვიძლის მდგომარეობა.
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომლებიც გატყობინებთ, რომ თქვენს ღვიძლს პრობლემები აქვს და სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს.
- ქრონიკულ დაღლილობა
- სიყვითლე (კანის, თვალების გაყვითლება, რასაც იწვევს სისხლში ბილირუბინის მომატება).
- სახსრებისა და კუნთების მუდმივი ტკივილი
- ცხიმების მონელების პრობლემა
- მეტეორიზმი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა
- გულისრევა
- ცხელება
- ღია ფერის განავალი
- თირკმელების პრობლემები
- წონაში უმიზეზოდ მატება
- ვენური ბადე
- გინეკომასტია
ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმს, მოცემული სიმპტომები ხომ არ აღგენიშნებათ, დროულად მიმართეთ ექიმს, იზრუნეთ მათ აღმოფხვრაზე, იკვებეთ სწორად, ხელი შეუწყვეთ ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებას და მოიგვრეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.