ნატურალური ჩაი ძალიან დაგეხმარებათ ართრიტისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაში

ართრიტის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად შემოგთავაზებთ სამ მარტივ ნაბიჯს.

რევმატოიდული ართრიტი არის აუტოიმუნური, ქრონიკული და დეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების, სინოვიალური მემბრანისა და მიმდებარე ქსოვილის ანთება.

როგორც ირკვევა, ამ დაავადეებით უფრო ხშირად აავადდებიან ქალბატონები, ვიდრე მამაკაცები.

დაავადების ძირითადი სიმპტომებია: დაღლილობა, ანემია, ტკივილები, ანთება, დეფორმაცია, სიწითლე, კოჭლობა, ასევე სახსრების ფუნქციის დაკარგვა და ცხელება.

სტატიაში შემგთავაზებთ ართრიტის საწინააღმდეგო ხელნაკეთი საშუალებების უმარტივეს რეცეპტებს.

1. კურკუმა და ჯანჯაფილის ფესვურა

ორივე ინგრედიენტი ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. კურკუმა უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის ანთებას და ამსუბუქებს ტკივილებს.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩ. კ. დაფქვილი ჯანჯაფილი. კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი. მომზადებული სასმელი გააგრილეთ და დაიწყეთ მიღება.

2. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს, რომლებიც ამცირებს ანთებას და იცავს სახსარს. პოლიფენოლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც პირველ რიგში, ამცირებს იმუნური სისტემის პათოლოგიურ აუტოიმუნურ შეტევებს.

3. ვარჯიში

რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ვარჯიში დიდი მოკავშირეა. ამ შემთხვევაში გაჭიმვა, ცურვა და აერობიკა იდეალური ვარიანტია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!