ასტროოგებმა გამოყვეს ოთხი წყვილი, რომელთა თანაცხოვრება იქნება ყველაზე მყარი, სიყვარული კი მარადიული.
მშვილდოსანი-ქალწული
მიუხედავად უთანხმოებებისა, რომელებიც ამ წყვილის თანაცხოვრებაში არის, ისინი ერთმანეთის ერთგულები არიან და მათთვის პარტნიორის გარდა სხვა არავინ არსებობს.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ სიყვარული, რომელიც ამ წყვილს შორის წარმოიქმნება არის გულწრფელი და უანგარო. თუ ეს წყვილი დაშორებას გადაწყვეტს, პარტნიორთაგან რომელიმე მაინც შეეცდება შერიგებას. რადგან მისთვის რჩეულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენილია.
სასწორი-ვერძი
ეს წყვილი პირველიდანახვისთანავე აღმოაჩენს, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. სასწორი აღფრთოვანებულია პარტნიორის თითოეული სიტყვით, რაც მისთვის დასშვებია. პრობლემის წარმოქმნისას სასწორი ორჭოფობს, მაგრამ ვერძი არ დუნდება, რადგან მას თავისი გულისწორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და მისთვის ყველა მსხვერპლს გაიღებს.
ლომი-თევზი
ამ წყვილის ურთიერთობა ჩხუბის გარეშე წარმოუდგენელია. თევზები მშვიდი ცხოვრების მოყარულნი არიან, ხოლო ლომებს უყვართ სიახლეები. თუ ეს წყვილი შეთანხმებას მიაღწევს, ისინი ოჯახურ თანაცხოვრებაში სრულ ბედნიერებას პოულობენ. წლებთან ერთად მათ შორის კავშირი გამყარდება და ყოველდღიურად გრძნობებს კიდევ უფრო ძლიერი ხანძარი ემატება.
მორიელი-ტყუპები
ეს წყვილი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, თითოეულ მათგანს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ძალიან უჭირთ ერთმანეთთან შეგუება. მაგრამ ეს წყვილი რაც უფრო მეტად ცდილობს დაშორებას, მით უფრო ძლიერი იქნება მიზიდულობა. ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან.
ასტროლოგები წყვილს ურჩევენ, რომ მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას, რადგან ნამდვილი ბედნიერება ჰარმონიული კავშირითაა შესაძლებელი.