ორგანიზმის ჯანმრთელობა და ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია ღვიძლის სწორ ფუნქციონირებაზე. ღვიძლზე განსაკუთრებით მოქმედებს ცხიმიანი და შემწვარი საკვები, მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბინძურებული გარემო და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება.
შედეგად კი, ღვიძლში გროვდება ტოქსინები, რაც აფერხებს მის ფუნქციონირებას, აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ხელს უწყობს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროვოცირებას, როგორიცაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა მრავალი.
აუცილებელია დროდადრო გაიწმინდოთ ღვიძლი და აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.
სტატიაში შემოგთავაზებთ დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ ღვიძლს, გაიჯერებთ ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ელექტროლიტებით.
დეტოქს წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: სალათის 6 ფურცელი ან 2-3 ფურცელი ჩინური კომბოსტო, ლიმონის წვენი 1 ს. კ., მწვანე ვაშლი 1 ცალი, ჯანჯაფილის გახეხილი ფესვურა ½ ჩ. კ., დაჭრილი წითელი ჭარხალი 1/3 ჩ. ჭ., დაჭრილი სტაფილო ½ ჩ. ჭ., გაწმენდილი წყალი 450 მლ.
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაყავით 2-3 ნაწილად. პირველი დალიეთ უზმოზე, ხოლო დანარჩენი მიიღეთ დღის განმავლობაში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. სასმელი შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლდ ვარგისია 12 საათის განმავლობაში.
გამწმენდი სასმელის მიღების დროს მოერიდეთ ცხიმიანი, შემწვარი და სხვა ძნელად მოსანელებელი საკვების მიღებას.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3-7 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!