
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სმუზის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მუცლისა და წელის გარშემოწერილობის შემცირებას. მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს და ხელს უშლის სითხის შეკავებას.
სმუზის ძირითადი ინგრედიენტი არის ბანანი. ბანანი მდიდარია რკინით, კალიუმით, ბოჭკოებით. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს არტერიული წნევისა და გლუკოზის დონის დარეგულირებაში, ებრძვის ანემიას, გულძმარვას, წყლულს, ყაბზობას და აფერხებს გულის შეტევებს.
ფორთოხალი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რკინას, ფოსფორს, სპილენძს, თუთიას, მაგნიუმს, კალიუმს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლის განახლებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
სეზამისა და სელის თესლი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კანისთვის, თმისთვის, კბილებისთვის საჭირო მინერალების საუკეთესო წყაროა.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 1 ცალი
- ფორთოხალი 1 ცალი
- სეზამის თესლი 3 ჩ. კ.
- სელის თესლი 2 ს. კ.
- გაფილტრული წყალი 150-200 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- ხილი გათალეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ დაამატეთ სეზამის თესლი, სელის თესლი, გაფილტრული წყალი და დააბლენდერეთ. თქვენი სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ 3-5 ცალი ნუში და 3-5 ფინიკი (კურკები ამოაცალეთ).
- მომზადებული მასა გააჩერეთ 5 წუთი და მიიღეთ.
- სმუზის დალევა შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ, დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე და საღამოს.
გარდა იმისა, რომ სმუზი ხელს უწყობს ცხიმების წვას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აღგავსებთ ენერგიით, ორგანიზმს აწვდის მინერალებსა და ვიტამინებს და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.