ეკლერებისა და ტორტებისთვის მხოლოდ ფანგრულ კრემს ვიყენებ, რომელიც მარტივი მოსამზადებელია

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ფრანგული კრემის რეცეპტს. ჰაეროვანი, ფაფუკი კრემი განსაკუთრებულია, რადგან არ სჭირდება ფქვილი, სახამებელი და არც მოხარშვა. ამ საოცრებით შეგიძლიათ მოამზადოთ ეკლერები, ტორტები, ნაპოლეონი და სხვადასხვა სახის დესერტები. კრემი მოსამზადებლად უმარტივესია, მაგრამ უბრალოდ საოცრებაა.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 6 ცალი კვერცხის გული, წყალი 100 მლ., ვანილი, კარაქი 350 გრ., შაქარი 150 გრ., მარილი მწიკვი,  ლიმონმჟავა მწიკვი.

მომზადების წესი:

1. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ თეთრი და ფაფუკი მასა. კვერცხის გულები მარილთან და ლიმონმჟაავასთან ერთად გათეთრებამდე კარგად ათქვიფეთ.

2. ამზადებთ სიროფს. შაქარს დაასხით წყალი, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 4-5 წუთი. შაქარი კარგად გაადნეთ. სიროფის ერთი წვეთი ჩააწვეთეთ წყლით სავსე ჭიქაში თუ სიროფი გასქელდა ე. ი. იგი მზად არის. ცხელი სიროფი ნელ-ნელა დაასხით კვერცხის გულებს და კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ მიქსერის საშუალო სიჩქარეზე, სანამ მასა არ გახდება ოთახის ტემპერატურის.

3. მომზადებული მასა თითო კოვზობით დაამატეთ ამოყვანილ კარაქს. შეიძლება კრემი აიჭრას, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვეფას აგრძელებთ და მიიღებთ ერთგაროვან ფაფუკ, ჰაეროვან მასას. კრემი შეაზავეთ ვანილით და თუ გსურთ, ცოტა კონიაკიც დაამატეთ (ნახევარი ჩ. კ.).

შეგიძლიათ პროპორციები გაზარდოთ და სადღესასწაულო ტორტის მოსამზადებლად 2-ჯერ მეტი რაოდენობის კრემი მოამზადოთ. ცადეთ და დარწმუნდით, რომ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.