პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშინაო მეთოდები

კანზე ლაქების წარმოქმნა შეიძლება გამოწვეული იყოს  ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მზის დამწვრობისგან. ეს უსიამოვნო მუქი ლაქები შეიძლება მემკვიდრეობითაც გერგოთ.  რეკომენდებულია, გაარკვიოთ ლაქების წარმოქმნის მიზეზი.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს საშუალებებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მუქი ლაქების, აკნესა და კანის სხვა პრობლემებისგან გათავისუფლებას.

მოთმინებითა და შეუპოვრობით სასურველ შედეგს რამდენიმე თვეში მიიღებთ.

1. ალოე

კანის პრობლემათა მოსაგვარებლად ალოე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ალოეს ფოთლის რბილობით გაიწმინდეთ სახე ან მისი წვენის ბაზაზე მოამზადეთ ნიღბები. შემოგთავაზებთ გამაღიავებელი ეფექტის მქონე ნიღაბის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ალოეს წვენის 1 ს. კ.
  • 1 ჩ. კ. ფორთოხლის წვენი ან ვშლის პიურე
  • 1 ჩ. კ. დაფქული შვრია ან კარტოფილის სახამებელი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მზა მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

2. კიტრის ნიღაბი მუქი ლაქების წინააღმდეგ

ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანზე. ის უმარტივესი მოსამზადებელია და მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება:

  • 1 ჩ. კ. თაფლი
  • 1 ს. კ. გახეხილი კიტრი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, შეგიძლიათ დამატოთ ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

შემოთავაზებული ხელნაკეთი საშუალება ძალიან ეფექტურია მუქი ლაქების გასაღიავებლად.

3. წყალბადის ზეჟანგი მუქი ლაქების გასაღიავებლად

წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო მათეთრებელი საშუალებაა. ბამბა გააჯერეთ წყალბადის ზეჟანგით და მსუბუქად გაიწმინდეთ კანი. მოცემული საშუალებით მუქი ლაქები  გაიწმინდეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. შედეგს 2 კვირის განმავლობაში მიიღებთ.

4. მათეთრებელი მალამო

შეგიძლიათ მოამზადოთ ხელნაკეთი მათეთრებელი მალამო.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ჩ. კ. რძის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზამდე წყალბადის ზეჟანგი
  • 2 წვეთი გლიცერინი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ პასტისებურ მასას. მალამო დღეში ერთხელ წაისვით ლაქებზე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ მარტივი საშუალებები და მოიგვარეთ კანის პრობლემები.