სტაფილოს სიროფი მოგაშორებთ ზედმეტ ლორწოს სასუნთქი გზებიდან და მარტივად გაუმკლავდება ხველას

რესპირატორული დაავადებები არის სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეიძლება თან ახლდეს მრავალი უსიამოვნო სიმპტომი, მაგალითად: თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, სურდო, ოფლიანობა, ყელის ტკივილი და ა.შ.

გაციების ყველზე შემაშფოთებელი სიმპტომია ხველა, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც კი შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძველესი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც სასუნთქ გზებს გაიწმენდთ ლორწოსგან და ნახველისგან.

სტაფილოს სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: სტაფილო (დიდი) 5 ცალი, 1 ცალი ლიმონის წვენი, თაფლი 5 ს. კ., წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი: სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. როცა სტაფილო დარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ გაგრილებას. შემდეგ სტაფილო ჩანგლით დაჭყლიტეთ,  დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შედეთ მაცივარში.

მიღების წესი: ნაზავის 4-5 ს. კ. მიიღეთ დღეში ერთხელ, სანამ ხველა არ შეგიწყდებათ. შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ  იმუნიტეტის გასაძლიერბლად. მიიღეთ ხელნაკეთი სიროფის 1 ს. კ. უზმოზე და გაიძლიერეთ იმუნიტეტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!