
შემოგთავაზებთ სამარხვო ღვეზელის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ფაფუკი ცომით, კომბოსტოსა და სოკოს არომატული შიგთავსით გაჯერებული ღვეზელით შეგიძლიათ სადღესასწულო სუფრაც დაამშვენოთ.
ცომისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ., ფქვილი 300 გრ., ზეთი 100 მლ., წყალი 130 მლ., მარილი ნახევარი ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრ კომბოსტო, 300 გრ სოკო, 120 გრ სტაფილო, 120 გრ ხახვი, 30 მლ ზეთი, მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით.
შიგთავსის მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, მოხარშეთ სოკო. შემდეგ ხახვი, კომბოსტო, სოკო დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში. სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაყარეთ ტაფაზე, დაასხით ზეთი და მოთუშეთ.
2. დაიცავით თანმიმდევრობა და დაამატეთ ჯერ გახეხილი სტაფილო, აურიეთ და მსუბუქად მოთუშეთ, შემდეგ-კომბოსტო და სოკო. მიღებული მასა შეაზავეთ მარილით, შავი წიწაკით და კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში დატოვეთ ცეცხლზე. მომზადებული შიგთავსი გააგრილეთ.
ცომის მომზადების წესი:
1. აიღეთ თასი, ჩაასხით წყალი და ზეთი, დაამატეთ სოდა ან გამაფხვიერებელი, მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ ფაფუკ ცომს, გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 10 წუთი.
2. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ საცხობი ფორმის ზომაზე და ისე გააკეთეთ, რომ ცომი ფორმის კედლებზეც ამოიტანოთ. შემდეგ მომზადებული შიგთავსი ცომზე თანაბრად გაანაწილეთ. გაბრტყელეთ მეორე გუნდა და გადააფარეთ შიგთავსს. გვერდები კარგად შეუკეცეთ და ცომის ზედა ფენა ჩანგლით დაჩხვლიტეთ, ზემოდან ფუნჯით გადაუსვით წყლის, მწიკვი მარილისა და ცოტა ზეთის ნარევი, რათა ღვეზელი ოქროსფრად დაიბრაწოს.
3. ღვეზელი გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე, საოცრი არომატით გაჯერებული ღვეზელი მარხვის დროს შეუცვლელი კერძია.
ისე თუ დამიჯერებთ და თქვენც არ გიყვართ კომბოსტო, ჩაანაცვლეთ მოხარშული ბადრიჯნით ან ყაბაყით (2-3 ცალი დაგჭირდებათ). ძალიან გემრიელია სატაცურითაც. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!