ვის არ უყვარს დაბრაწული, ბუმბულივით ფუმფულა, ჰაეროვანი და ვანილის არომატით გაჯერებული ფუნთუშები.
ფუნთუშები პატარების საყვარელი დესერტია. ჩვენი ცხოვრების აზრი კი მათი გაბედნიერებაა. მოამზადეთ ფუნთუშები და გაახარეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.
ამ გემრიელობის მოსამზადებლად უამრავი რეცეპტის მოძიება შეგიძლიათ. ამჯერად, შემოგთავაზებთ ვაშლის ქარვისფერი და არომატული ხილფაფის შიგთავსით გაჯერებული უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 3,5 ჩ. ჭ.
- საფუარი 8გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- კარაქი 4 0 გრ
- მარილი მწიკვი
- ვანილი
- კვერცხი 1 ცალი
- ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ 1 ცალი კვერცხი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ვაშლი 700-800 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- 1 ცალი ლიმონის წვენი
- დარიჩინი მწიკვი
ცომის მომზადების წესი:
- თასში ჩაასხით რძე, დაამატეთ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ 5-10 წუთი.
- კვერცხი ათქვიფეთ ვანილთან ერთად, დაამატეთ საფუვრიანი მასა და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, მარილი, დარბილებული კარაქი.
- ცომი უნდა იყოს რბილი და ხელებზე არ უნდა გეკრებოდეთ. მომზადებული მასა მოათავსეთ შედარებით დიდი ზომის თასში, გადააფარეთ ცელოფანი და 1-2 საათით დააყოვნეთ. დაელოდეთ გაფუებას.
დაიწყეთ შიგთავსის მომზადება:
- ვაშლი გათალეთ, დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ ტაფაზე, მოაყარეთ შაქარი, მოასხით ლიმონის წვენი, აურიეთ, ცოტა ხნით ტაფას დაახურეთ თავსახური, მორევა არ დაგავიწყდეთ, მასა არ დაგეწვათ, შეეცადეთ შეუნარჩუნოთ ქარვისფერი. თუშეთ სითხის ამოშრობამდე, დაახლოებით, 15-20 წუთი.
- მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და მომზადებული ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად, გამოხელეთ პატარა გუნდები, გადააფარეთ ცელოფანი და 15-20 წუთი დაასვენეთ.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, შუაგულში მოათავსეთ 1-2 ჩ. კ. ხილფაფა, კიდეები შეაერთეთ და ცომი მოამრგვალეთ.
- მომზადებული ცომის გუნდები დაიტანეთ სახობ ფორმაზე, რომელზედაც ცხიმწასმულ პერგამენტი გაქვთ დაფენილი და გააჩერეთ კიდევ 15-20 წუთი.
- კვერცხი ათქვიფეთ და წაუსვით ცომის გუნდებს, ზემოდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან სეზამის მარცვლები. ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
უგემრიელესი, ჰაეროვანი, ვაშლის არომატით გაჯერებული ფუნთუშები მზადაა. თქვენი საყვარელი ადამიანები კი ბედნიერები და კმაყოფილები არიან. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!