შემოგთავაზებთ ვაშლის დესერტის, სამბუკის, რეცეპტს, რომელიც ნამდვილი ნეტარებაა.
უნაზესი საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი 200 გრ
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- შაქარი 100 გრ
- ჟელატინი 8 გრ + 60-80 გრ ცივი წყალი
მომზადების წესი:
- ვაშლი გათალეთ, გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხევთ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი. ვაშლი უნდა დარბილდეს.
- ჟელატინს დაასხით 60-80 მლ ცივი წყალი. ვაშლი დააბლენდერეთ.
- აფუებული ჟელატინი დადგით ორთქლის აბაზანაზე. განუწყვეტლივ ურიეთ და ჟელატინი გაადნეთ, მაგრამ მასა არ აადუღოთ.
- ვაშლის გაგრილებულ პიურეს დაამატეთ კვერცხის ცილა, შაქარი და 2 წუთის განმავლობაში მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- როდესაც მასა გახდება თეთრი და ერთგვაროვანი, ნელ-ნელა შეურიეთ ჟელატინი. მზა მასა გადაიტანეთ თქვენთის სასურველ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
როგორც ხედავთ, ვაშლის სამბუკი უმარტივესი მოსამზადებელია. დესერტის გემო და არომატი შეუდარებელია.
მოამზადეთ ვაშლის უგემრიელესი სამბუკი და ისიამოვნეთ!