თმის ცვენის შეჩერებაში მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება ძალიან დამეხმარა, რომელსაც თქვენც გაგაცნობთ

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უამრავ ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, თმის მოვლის საშუალებები თუ სწორად არ იქნა შერჩეული, კიდევ უფრო სუსტდება თმის ძირები და ძლიერდება ცვენა.

მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად საოცრად ეფექტურია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები. სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ბალზამის რეცეპტს, რომლიც აღადგენს თმის ძირების სტრუქტურას და აჩერებს ცვენას.

ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უმი სტაფილო, რომელიც თმის ძირების გასამაგრებლად საუკეთესო საშუალებაა. სტაფილო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და A ვიტამინით, იგივე ბეტა-კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებები დადებითად მოქმედებს თავის კანის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მხედველობას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

გირჩევთ, დაამატოთ კვების რაციონს ეს სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის წმენდის გააქტიურებას და ახალი უჯრედების წარმოქმნას.

ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი უმი სატაფილო (დიდი)
  • ცოტა თაფლი და ცოტა ალოეს წვვენი

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად და მოცემულ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. თავდაპირველად, სტაფილოს ბალზამი გაიკეთეთ ყოველი დაბანვის დროს, დაახლოებით 5-ჯერ, ხოლო სასურველი შედეგის მიიღების შემდეგ, ნიღაბი პროფილაქტიკისთვის გაიკეთეთ თვეში ორჯერ.

ნუ დაიზარებთ, გამოიყენეთ მოსამზადებლად უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზესა და სიძლიერეზე.