ცდილობთ გათავისუფლებას ცხიმიანი თმისგან და მოცემული პრობლემისგან თავის დასაღწევად უამრავ სხვადასხვა საშუალებას იყენებთ, მაგრამ სასურველი შედეგს ვერ იღებთ. გირჩევთ, ცადოთ ეპსომის მარილი.
ეპსომის მარილი არის მინერალური ნაერთის, მაგნიუმის სულფატის კრისტალიზებული ფორმა. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
ეპსომის მარილს იყენებენ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. გაიკეთეთ ეპსომის მარილის აბაზანები და თავი დააღწიეთ კუნთების ტკივილს.
ეპსომის მარილი უნივერსალური პრეპარატია, რომელიც გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. ეპსომის მარილი შეგიძლიათ გამოყენოთ როგორც თმის მოვლის საშაუალება. მაგნიუმის სულფატის ეს ფორმა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ პროცედურებში, რადგან ის ეფექტურად ებრძვის ცხიმიან თმას, წმენდს თავის კანს და ატენიანებს მშრალ თმას.
შემოგთავაზებთ ეპსომის მარილის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ თმის მოვლას და მასთან დაკავშირებულ პრობლემის მოგვარებას.
1. ცხიმიანი თმის საწინააღმდეგო საშუალება
ცხიმიანი თმის საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად თქვენს შამპუნს, რომელსაც რეგულარულად იყენებთ, დაამატეთ 2 ს. კ. ეპსომის მარილი და კარგად შეანჯღრიეთ, რათა მარილი გაიხსნას.
მომზადებული შამპუნით თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. თავის კანზე მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. თმა კარგად ჩამოიბანეთ და იგივე პროცედურა, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. შამპუნი გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ.
2. მშრალი თმის დამატენიანებელი საშუალება
მოცემული საშუალების მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ ეპსომის მარილი და თქვენთვის სასურველი კონდენციონერი. ნარევი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში.
თმა დაიბანეთ. დაიტანეთ თავის კანზე თბილი ნარევი და წრიული მოძრაობებით მსუბუქად შეიზილეთ თმის ძირებზე.
ნაღები სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ (შამპუნს აღარ გამოიყენებთ).
3. შემოგთავაზებთ ეპსომის მარილის ბაზაზე მომზადებულ ფეხის სკრაბს.
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ჩ. ჭ. ზეითუნის ზეთი და 1 ს. კ. ეპსომის მარილი და მზა ნაზავი გამოიყენეთ როგორც ფეხის სკრაბი. თუ პროცედურის წინ ფეხებს დაიორთქლავთ, მის ეფექტურობას რამდენჯერმე გაზრდით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ პრობლემები.