ეს რაღაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, რომელიც ვიზუალურად თაფლის ფიჭას ჰგავს, გემოთი კი ,,ირისკას“. ეს ჰაეროვანი საოცრება განსხვავებული და განუმეორებელია.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 10 ცალი
- ზეთი 200 მლ.
- ფქვილი 400 გრ.
- რძე 500 მლ.
- სოდა 1 ს. კ.
- პურის ორცხობილება 2 ს. კ.
- შაქარი 300 გრ.
- კეფირი 250 მლ.
- არაყი 25 მლ
მომზადების წესი:
- აიღეთ დიდი თასი, გაცერით ფქვილი, დაამატეთ სოდა, შაქარი, ზეთი და აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ კეფირი, შემდეგ რძე და არაყი. უნდა მიიღოთ თხელი ერთგვაროვანი მასა.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხი (თქვეფთ 5 წუთის განმავლობაში) და შემდეგ ეს ორი მასა უნდა გააერთიანოთ.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ სქელძირიანი ფორმა, კარგი იქნება თუ თუჯის საცხობს გამოიყენებთ. ძირზე, გვერდებზე წაუსვით ზეთი, მოაყარეთ პურის ორცხობილა და ჩაასხით ცომი, შემდეგ გადააფარეთ ფოლგა ისე, რომ ცომს ჰაერი არ უნდა მოხვდეს. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. პირველი ნახევარი საათი აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგ-100 გრადუსზე. ღუმელი არ გამოაღოთ. ბისკვიტი გაგრილებამდე ღუმელიდან არ გამოიღოთ.
- ნამცხვარი ამოიღეთ ფორმიდან. ნაპირები თუ ძალიან გამოშრა ჩამოაჭერით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
მოამზადეთ და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები! გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!