
ეპილაცია არ წარმოდგენს საუკეთესო გამოსავალს თმის პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ის მხოლოდ მოკლევადიან შედეგს იძლევა. ცადეთ ბუნებრივი საშუალებები და აუცილებლად მიიღებთ ეფექტურ შედეგს.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელთა საშუალებით ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით უმარტივესი გზით თავს დააღწევთ არასასურველ თმას.
1. კურკუმა
კურკუმა გაჯერებულია უძლიერესი ანტისეპტიკური შემადგენლობით და აფერხებს სახეზე თმის გაზრდას. კურკუმა და წყალი აიღეთ იმ პროპორციებით, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ სველი პირსახოცით კარგად გაიწმინდეთ.
2. კარტოფილი და ოსპი
შემოგთავაზებთ უძლიერეს აიურვედულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც უმარტივესი გზით თავს დააღწევთ არასასურველ თმას.
საჭირო ინგრედიენტები:
- ოსპი 1 ჩ. ჭ.
- კარტოფილი 3 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 4 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ოსპი გარეცხეთ და ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით კარტოფილი გაატარეთ და გამოწურეთ წვენი. ოსპი და კარტოფილის წვენი კარგად აურიეთ, დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. მომზადებული საშუალება დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, დაიყოვნეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
3. კვერცხი
კვერცხი სახის კანისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გამოიყენეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, ნატურალური პროდუქტი და გათავისუფლდით არასასურველი თმისგან.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- მჭადის ფქვილი 1 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ჩამოიბანეთ.
4. პაპაია
პაპია და კურკუმა კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ ულვაშებზე, ნიკაპზე და გთავისუფლდით არასასურველი თმისგან.
5. წიწიბურას ფქვილი
წიწიბურას ფქვილს დაამატეთ კურკუმა და იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული საშუალება დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზედეთ შემოთავაზებული საშუალებებიდან თქვენთის ხელმისაწვდომი და გათავისუფლდით არასასურველი თმისგან.