სითხის შეკავება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებაა. შედეგად ეს იწვევს ფეხების, ხელებისა და სახის შეშუპებას. ამ პრობლემის წინაშე ხშირად დგებიან ორსულები და ასევე დაბალი აქტივობის მქონე ადამიანები.
არ დააიგნოროთ ეს ფაქტი, რადგან ის შეიძლება მიგვითითებდეს თირკმელების დაავადებებზე და გულის უკმარისობაზე.
თუ იცით, რომ სითხის შეკავება არ არის გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით, მაშინ მისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა საშუალებით შეძლებთ სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორებას.
1. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი
ჰიდრატაციის შენარჩუნება საუკეთესო საშუალებაა სითხის შეკავების შესამცირებლად. როდესაც ორგანიზმი გაუწყლოებულია, იწყებს წყლის შენახვას, რათა მარაგი არ ამოიწუროს. საუკეთესო გამოსავალია, ორგანიზმი დარჩეს ჰიდრარტირებული, ამიტომ თანდათან გაზარდეთ წყლის მიღება.
2. გამოდევნეთ სითხე ოფლის სახით
გაოფლიანება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როდესაც საქმე სითხის შეკავების შემცირებას ეხება. ივარჯიშეთ ყოველდღე, ამ გზით შეძლებთ ზედმეტი მარილის მოშორებას და ტოქსინებისგან გათავისუფლებას.
3. უარი თქვით მარილიან საკვებზე
მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, გადამუშავებული პროდუქტები, იწვევს სითხის შეკავებას.
4. მიიღეთ ოხრახუშის ბაზაზე მომზადებული ჩაი
ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ოხრახუში ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ოხრახუშის რამდენიმე ღერს დაასხით ადუღებული წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთი და მიიღეთ.
5. გამოიყენეთ ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები
არსებობს რამდენიმე პროდუქტი და სასმელი, რომლებიც ბუნებრივი შარდმდენი საშუალებებია. სწორედ მათი დახმარებით შეძლებთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. მიიღეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელთაც აქვთ შარდმდენი ეფექტი, გათავისუფლდით ზედმეტი სითხისგან და მარილისგან.
გაითვალისწინეთ მოცემული მარტივი მითითებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!