სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით გაიძლიერებთ იმუნიტეტს და აირიდებთ პრობლემებს.
1. თაფლი და ჩირები
საჭირო იგრედიენტები:
- ლეღვი 1 ცალი
- შავი ქლიავი 1 ცალი
- გარგრის ჩირი 5 ცალი
- თაფლი 1 ჩ. კ.
მოცემული ჩირები გაატარეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი მიირთვით 2 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს. უგემრიელესი საშუალების წყალობით გაიძლიერებთ იმუნიტეტს.
2. გოგრის პიურე
საჭირო იგრედიენტები:
- გოგრა 100 გრ
- კარაქი 50 გრ
- თაფლი 2 ჩ. კ.
- დარიჩინი 0,5 ჩ. კ.
- გახეხილი ვაშლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გოგრა დაჭერით და 3-5 წუთი მოთუშეთ კარაქში და ჩაჭყლიტეთ, შემდეგ დაამატეატ თაფლი, დარიჩინი, ვაშლი და კარგად აურიეთ. ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ქლიავი.
მომზადებული საშუალება მიიღეთ დღეში 4-ჯერ და მიაყოლეთ ჩაი ან ნებისმიერი ნახარში. უძლიერესი სამკურნალო საშუალება გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, სისხლძარღვებს და კუნთებს.
3. ლიმონი და ხახვი
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონის კანი 2 ჩ. კ.
- თაფლი 3 ჩ. კ.
- ხახვის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული სამკურნალო საშუალება მიიღეთ დილაობით და მიაყოლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ნარევი ეფექტურია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად.
4. ლიმონი და ნიგოზი
- ლიმონი 5 ცალი
- ნიგოზი 100გრ
- თაფლი 5 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლიმონი და ნიგოზი გაატარეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მომზადებული საშუალება გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში და 3 დღით შედეთ მაცივარში. სამკურნალო ნაზავი მიიღეთ 1 ჩ. კ. ოდენობით დღეში 3-ჯერ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები, გაიძლიერეთ იმუნიტეტი, სისხლძარღვები, გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, გაიჯერეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.