ნესვი თაფლის სიროფში უგემრიელესი დესერტია, რომელიც ყველას მოეწონება. ნესვისა და თაფლის განუმეორებელი სურნელი ჰარმონიულად ერწყმის ჩაის საუცხოო არომატს და კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს ოჯახურ თავყრილობებს. ისიამოვნეთ ზამთარში ნესვის დესერტით და გაიხსენეთ ზაფხული!
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 400-500 გრ ნესვი
- 250 მლ წყალი
- 1 ს. კ. თაფლი
- ლიმონმჟავა დანის წვერით
მოცემული პროპორციებით მიიღებთ 2 ნახევარლიტრიან ქილას. მოსამზადებლად დასჭირდება 30-45 წუთი.
მომზადების წესი:
- შემოთავაზეული დესერტის მოსამზადებლად არ არის აუცილებელი ტკბილი ნესვის შერჩევა. პირველ რიგში, არომატული ბაღჩეული კარგად გარეცხეთ, გაყავით ორ ნაწილად, თესლისგან გაასუფთავეთ, გათალეთ და შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ნახევარლიტრიანი ქილები გაასტერილეთ და გაავსეთ ნესვის ნაჭრებით (მჭიდროდ ჩააწყვეთ). აადუღეთ წყალი და დაასხით ნესვსს. ქილას დაახურეთ და დააყოვნეთ 5-10 წუთი.
- გაგრილების შემდეგ, წყალი გადმოასხით ქვაბში და დაამატეთ 1 ს. კ. (კარგად სავსე) თაფლი, მოურიეთ და აადუღეთ. ადუღეთ 1-2 წუთი. თუ თქვენ ტკბილი ნესვი გაქვთ, მაშინ სიროფს დანის წვერით დაამატეთ ლიმონმჟავა. ცხელი სიროფი ფრთხილად დაასხით ქილებს, დაახურეთ თავსახური და გაასტერილეთ. ადუღეთ 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!