ძალიან ბევრი ადამიანი დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა შეშუპება. მოცემული პრობლემისგან თავის დასაღწევად, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას როგორ უნდა გამოიყენოთ ეთერზეთები ორგანიზმში სითხის ნაკადის სტიმულირებისთვის და შეშუპებისგან გასათავისუფლებლად.
ორგანიზმში სითხის შეკავებას შეიძლება მრავალი მიზეზი იწვედეს. იხილეთ რამდენიმე მათგანი.
1. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ვარჯიშს ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის. შეუძლია ხელი შეუწყოს სითხის შეკავების თავიდან აცილებას.
ვარჯიში ეხმარება სისხლს უფრო სწრაფად დაუბრუნდეს გულს და ხელს უწყობს თქვენი ლიმფური სისტემის ფუნქციონირებას.
2. ლიმფური სითხის რაოდენობა
ლიმფურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი იმუნიტეტისთვის. ლიმფური სითხე ჩვეულებრივ დრენირდება თქვენი ქსოვილებიდან და უბრუნდება სისხლძარღვებს.
ლიმფის არასწორმა დინებამ შეიძლება ფეხების, ტერფებისა და მუცლის შეშუპება გამოიწვიოს. ყველაზე მეტად ზარალდება ფეხები და ტერფები.
3. გულის პრობლემები
გულის ნებისმიერმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი არტერიული წნევა იცვლება და იწვევს სითხის შეკავებას.
4. თირკმელების პრობლემები
თირკმელები ფილტრავს ყველა სახის ნარჩენს და ტოქსიკურ ნივთიერებას სისხლიდან, შემდეგ გამოდევნის შარდის სახით, ამიტომ თირკმელების ფუნქციის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება.
საბედნიეროდ, ეთერზეთები ეფექტური საშუალებებია, რომელთა წყალობითაც შეძლებთ სითხის შეკავების შემცირებას.
5. ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი ფლობს მრავალ შესანიშნავ თვისებას. გაიკეთეთ მასაჟი და უზრუნველყავით ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა და დაიცხრეთ შეშუპება.
6. გვირილის ეთერზეთის მასაჟი
აურიეთ 1-2 წვეთი გვირილის ეთერზეთი და ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. მზა ნაზავით დაიმასაჟეთ შეშუპებული ადგილები.
7. ღვიის ზეთი
გაიკეთეთ მასაჟი ფეხებზე ღვიის ზეთით, დაახლოებით 20 წუთი დაიტოვეთ სამოქმედოდ და შედეგი გაგაოცებთ.
8. ჩაის ხის ეთერზეთი
ეს უძლიერესი ეთერზეთი გაგათავისუფლებთ ზედმეტი სითხისგან. გაიკეთეთ მასაჟი ქვემოდან ზემოთ მიმართულებით და უზრუნველყავით სითხის სწორი ცირკულაცია.
9. კამის ზეთი
კამის ზეთი, როგორც ღვიის ზეთი, ბუნებრივი შარდმდენია და შეუძლია სწრაფად გაწმინდოს ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და გათავისუფლდით ისეთი უსიამოვნო პრობლემებისგან, როგორიცაა შეშუპება. გისურვებთ ჯანმრთელობას!