ჯანმრთელობა ყველაზე დიდი საგანძურია. მისი შენარჩუნება არც თუ ისე მარტივია. წლებთან ერთად თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაავშირებული სხვადასხვა პრობლემები. ვკარგავთ მხედველობას, ფერხდება ნაწლავების მოქმედება, ქვეითდება სმენა, გვაწუხებს ტკივილები და ა.შ.
შემოგთავაზებთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული ჭარხლის სალათის რეცეპტს, რომელიც გვიცავს თავისუფალი რადიკალებისგან, გვინარჩუნებს მხედველობას, წმენდს ღვიძლს, ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურად ფუნქციონირებას.
ჭარხალი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. საოცარი ბოსტნეული მდიდარია ბეტაინითა და ტრიპტოფანით, რომლებიც ებრძვის სტრესებს.
სამკურნალო სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2-3 ცალი მოხარშული ჭარხალი
- 1-2 თავი ხახვი
- ზეითუნის ზეთი გემოვნებით
- ვაშლის ძმარი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, გათალეთ ჭარხალი და მოხარშეთ. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
- სალათს დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, ძმარი და აურიეთ. სამკურნალო სალთი მზად არის.
შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ დღე და შეუნარჩუნოთ ორგანიზმს ჯანმრთელობა.