მსუბუქი, ნაზი და არომატული კექსი ამ რეცეპტით საკმაოდ იოლი მოსამზადებელია

შემოგთავაზებთ 2 რეცეპტს, რომელთა მიხედვითაც მოამზადებთ ჰაეროვან, მსუბუქ და უგემრიელეს კექსებს. ორივე ვარიანტი იმდენად გემრიელი გამოდის, რომ გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ.

ვანილის კექსი

კექსის მომზადება ახალგაზრდა დიასახლისებისთვისაც კი ძალიან მარტივია. რეცეპტი დაგეხმარებათ, როცა გსურთ,  სახელდახელოდ მოამზადოთ რაღაც და გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 100 გრ გამდნარი კარაქი
  • 5 ს. კ. არაჟანი
  • 2 ჩ. ჭ.ფქვილი
  • ვანილი
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, კარაქი, შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
  2. გამოსაცხობად დაგჭირდებათ კექსის ფორმა. ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მზა მასა და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 20 წუთი.
  3. გაგრილებულ კექს მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ნიგვზიანი კექსი

შემოგთავაზებთ ნიგვზიანი კექსის რეცეპტს. დაუჯერებლად გემრიელი, სველი და არომატული დესერტით ყველას გულს მოიგებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 300 გრ ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 180 გრ შაქარი
  • 50 გრ ნიგოზი
  • ვანილი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. ნიგოზი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაყარეთ ცხელ ტაფაზე და მოხალეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ.
  2. თასში აურიეთ კარაქი, შაქარი და ვანილი, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით. ბოლოს შეაზილეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
  3. მომზადებულ ცომს დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და აურიეთ. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. კექსი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 1 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!