ხაჭოს ტკბილი ხვეულები იმდენად გემრიელი გამოდის, ჩემი შვილებისათვის საკმარისი არასდროსაა

გსურთ რაღაც განსაკუთრებული მოამზადოთ?შემოგთავაზებთ ხაჭოს დაუჯერებლად გემრიელი ხვეულების რეცეპტს. ხვეულები მზადდება საფუვრიანი ცომით, ხოლო გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხაჭო.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 3-4 გრ საფუარი
  • 100 გრ რძე
  • 50 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგანინი ან კარაქი
  • 60-80 გრ არაჟანი
  • მარილი მწიკვი
  • ვანილი

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხაჭო
  • 100 გრ ან მეტი (სურვილისამებრ) შაქარი
  • 1 კვერცხი
  • ვანილი

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • 3 ს. კ. არაჟანი
  • 2 ს. კ. შაქარი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, თბილ რძეს, დაამატეთ საფუარი და ნახევარი ჩ. კ. შაქარი, მოურიეთ. შემდეგ თანდათან შეაზილეთ 3 ჩ. კ. ფქვილი. მიღებული მასა 30 წუთით გააჩერეთ სითბოში.
  2. აიღეთ თასი. გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, დარბილებული მარგანინი, საფუვრიანი მასა და მოზილეთ საშუალოდ რბილი ცომი. ცომს გადააფარეთ და ასაფუებლად გააჩერეთ 15-20 წუთი.
  3. შიგთავსის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხი, ხაჭო და შაქარი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თუ მასა სველი გამოგივიდათ, დაამატეთ ცოტა ფქვილი.
  4. აფუებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. დაიტანეთ მასზე მომზადებული შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ცომი გადაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით.
  5. მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ხვეულები, დაიცავით მანძილი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და ხვეულები გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
  7. არაჟანს დაამატეთ შაქარი და აურიეთ. დაბრაწული ხვეულები ღუმელიდან გამოიღეთ და ცხელ-ცხელს გადაუსვით შაქრიანი არაჟანი.

მოამზადეთ ხაჭოს გემრიელი ხვეულები და მისი საოცარი გემოთი ისიამოვნეთ!