უამრავი ადამიანი დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის პიგმენტური ლაქები, შავი წერტილები, ნაოჭები, კანის სიმშრალე, აქერცვლა და ა. შ.
საბედნიეროდ, მრავლი ბუნებრივი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემულ პრობლემათა საწინააღმდეგოდ და უსაფრთხოდ, სახლის პირობებში, შეძლოთ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
იხილეთ ბუნებრივი პროდუქტების ჩამონათვალი და მათ ბაზაზე მომზადებული საშუალებების რეცეპტები, რომლებიც კვებავს, ატენიანებს კანს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და ეფექტურად გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
1. ბოლოკი
ბოლოკი უძლიერესი პროდუქტია, რომელიც ეფექტურად აღიავებს კანს და აშორებს პიგმენტურ ლაქებს.
ბოლოკი გახეხეთ, დაამატეთ ცოტა შვრიის ფაფა ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. შემდეგ დაამატეთ ცოტა რძე (კეფირი, არაჟანი, იოგურტი აირჩიეთ მოცემულთაგან თქვენთვის სასურველი) და აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურები ჩაიტარეთ 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ.
2. ძირტკბილას ფესვი
ძირტკბილას ფესვის ფხვნილი კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით არის გაჯერებული.
აიღეთ ძირტკბილას ფესვის ფხვნილი 1 ს. კ. და 1 ჩ. კ. ნუშის ზეთი, აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-3-ჯერ.
3. კიტრი
კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს. სწორედ, ამიტომ არის იგი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება და ეფექტურად გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
თუ კანზე მუქი ლაქები გაქვთ, დაიდეთ კიტრის ნაჭერი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურა შეგიძლიათ დღის განმავლობაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.
შეგიძლიათ აურიოთ გახეხილი კიტრი და ალოეს გელი. ნარევი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ერთი კვირის შემდეგ კანის იდეალურად თანაბარ ტონი გექნებათ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გახეხილ კიტრს აურიეთ მუხუდოს ფქვილი და с мукой из нута რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ნარევი შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ გაშრობამდე. პროცედირები გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.
4. წითელი ოსპი
კანის გასაღიავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ოსპი. ის მდიდარია ცილებით.
ეს ბუნებრივი საშუალება გაგიღიავებთ კანს, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, გაგიახალგაზრდავებთ კანის უჯრედებს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ოსპი ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით დააბლენდერეთ, დაამატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი, ტომატის წვენი და კარგად აურიეთ.
მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი. სასურველი შედეგის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
5. თაფლი
კოსმეტოლოგიური პროცედურებისათვის უძველესი დროიდან გამოიყენება თაფლი. ეს საოცარი პროდუქტი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, აგრეთვე ებრძვის ბაქტერიებსა და მიკრობებს. თაფლი აკნეს სამკურნალოდ საოცრებებს ახდენს.
კანის გასაწმენდად და გასაღიავებლად რეკომენდებულია, აურიოთ თაფლი ლიმონის წვენი, რძე და ნუშის ზეთი.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ, 7-10 დღის განმავლობაში. მოცემული ნიღაბი არ გამოიყენოთ თუ თაფლზე ალერგია გაქვთ.
6. შვრიის ფანტელი
კანის გასაღიავებლად შვრია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აურიეთ დაფქვილი შვრია და ნუშის ან ქოქოსის ზეთი. მზა მასა წრიული მოძრაობებით შეზილეთ სახეზე. 2 წუთის შემდეგ სახე კარგად დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ბუნებრივი სიმდიდრეები და იზრუნეთ თქვენი კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!