
გვემატება ასაკი და იმატებს ჩვენს სახეზე არასასურველი ხაზები, რომელთაგან თავის დაღწევა არც თუ ისე მარტივია.
შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო 9 საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას, რომელთა მოხმარება ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამოიყენეთ ბუნებრივი საოცრებები თქვენს სასიკეთოდ და მოიგვარეთ ჯნმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.
ალოე ვერა
ლიგნანებით მდიდარი ალოე ვერა ღრმად აღწევს კანში. შედეგად ის იწვევს სიმშრალეს ზედაპირულ ფენებში, მარამ უზრუნველყოფს კანის ღრმა ფენების დატენიანებას. სხვა კოსმეტოლოგიური საშუალებებისგან განსხვავებით, ალოე ვერა აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფენებში და აწვდის მას სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს.
ვიტამინებით, ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, მდიდარი ალოე ებრძვის კანში არსებულ დაბერების გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს.
მცენარე მდიდარია გერმანიუმით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეუძლია უჯრედის აღდგენა, აგრეთვე შეუძლია კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება.
ალოე ვერას გამოყენებამდე სახე კარგად გაიწმინდეთ და ალოეს წვენი სახის კანზე შეიზილეთ, სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
ანანასი
ის შედგება ლიმონმჟავისგან, რომელსაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. გახეხეთ ანანასის (უკანოდ) რამდენიმე ნაჭერი და მიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, დაიყოვნეთ 10-15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი აღგაფრთოვანებთ.
კაკაო
ის გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ. აურიეთ 1 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ იმავე რაოდენობის ნაღები და მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე. 30 წუთის შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი, ლუდის საფუარი და წყალი
აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. მიიღებთ პასტისებურ მასას, რომელიც დაიტანეთ სახის კანზე და გაინაწილეთ თითების ბალიშების ნაზი დარტყმებით. ეს პრეპარატი გამოიმუშავებს კოლაგენს და შედეგად ასწორებს ნაოჭებს.
კვერცხი
ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თაფლი
აურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. მომზადებული ნაზავის ჯერ ერთი ფენა წაისვით სახეზე, დაელოდეთ გაშრობას, შემდეგ-მეორე წაისვით, გაშრობის შემდეგ-მესამე. 20 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ. ამ მეთოდის წყალობით შეძლებთ კანის გამკვრივებას, გათანაბრებასა და დატენიანებას.
ვაშლი
საუკეთესო მათეთრებელი, დამტენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. სახე ვაშლის ნაჭრებით გაიწმინდეთ, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძენი, ატამი, მარწყვი, გარგარი, ქლიავი და სხვა ხილი.
კომბოსტო
გაატარეთ კომბოსტოს 4 ფურცელი, გამოწურეთ წვენი და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგად კანი ბრწყინავს და ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
იოგურტი
აურიეთ 1 ს. კ. იოგურტი და სუფრის კოვზი თაფლი. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, ყელზე, დაიყოვნეთ 40 წუთი, შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე, არჟანი და კეფირი.
გამოიყენეთ ბიუჯეტური ბუნებრივი საშუალებები და შეინარჩუნეთ ახალგზრდობა და სილამაზე.