თუ მუცელი მუდამ შებერილი გაქვთ, მიმართეთ დახმარებისათვის საშინაო საშუალებებს

საჭმლის მონელების პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს საკვების სრულყოფილად გადამუშავებას. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ზოგიერთი საკვები პროდუქტი იწვევს მუცლის შებერვას. ამ უსიამოვნო პრობლემას წარმოქმნის ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით საკვების მიღებაც.

კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, გადამუშავებული პროდუქტები, გაზიანი სასმელები – ეს იმ პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც იწვევს აირების გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვებას, მეტეორიზმსა და დისკომფორტს კუჭის არეში.

იხილეთ იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს მუცლის შებერილობას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს:

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
  • რძის პროდუქტების გამოყენება ლაქტოზის აუტანლობის დროს;
  • ორსულობა და პრემენსტრუალური სინდრომი;

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ამ უსიამოვნო პრობლემებისგან გათავისუფლებას.

1. დაიწყეთ ჩვევების შეცვლა

გიყვართ მარილიანი საკვები? შეამცირეთ მარილის მოხმარება. დღიური ნორმა შეადგენს 1500 მგ-ს. ეს პროდუქტი ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე, რადგან ეს სასმელი შეიცავს აირებს და ფერმენტირებულ ნაერთებს, რომლებიც აღიზიანებს კუჭს.

გამოიყენეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და აირიდეთ კუჭზე ზეწოლა.

გაზარდეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება. დაამატეთ კვების რაციონს ბანანი და ისპანახი.

2. აირჩიეთ ნებისმიერი შემოთავაზებული საშუალება

ჯანჯაფილის ჩაი: ჯანჯაფილის ფესვურა დაჭერით, დაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი და ადუღეთ 5 წუთი. ნახარში მიიღეთ ყოველ დღე, უზმოზე. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი და თაფლი.

გვირილის ჩაი: შემოთავაზებული საშუალება საუკეთესო ვარიანტია მეტეორიზმისგან და ანთებისგან გასათავისუფლებლად. გვირილას დაასხით ადუღებული წყალი, რამდენიმე წუთი დააყოვნეთ და მიიღეთ ცხელ-ცხელი. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონის წვენი.

ნიორი: ჩაღეჭეთ რამდენიმე კბილი ნიორი.

ცერეცოს ჩაი: ცერეცოს დაფქვილ თესლს დაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და 10 წუთი გააჩერეთ.

პიტნის ჩაი: პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 15 წუთი. ნაყენის დახმარებით შეძლებთ კუნთების სპაზმის მოხსნას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და ბუნებრივი გზით  შეძლებთ მეტორიზმისგან გათავისუფლებას, მოიხსნით მუცლის შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს და გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.