წყალბადის ზეჟანგი ძლიერი მათეთრებელი საშუალებაა. თქვენი თეთრი სამოსი ყოველთვის იბრწყინებს

ქათქათა სამოსი მართლაც, რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. უამრავი მათეთრებელი საშუალების ყიდვა შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება ყველა არ იყოს ეფექტური. ექსპერიმენტებზე რომ დრო არ დაკარგოთ, თქვენ თვითონ მოამზადეთ  ნატურალური მათეთრებელი, რომლის შედეგიც გაგაოცებთ.

წყალბადის ზეჟანგი – ნომერ პირველი მათეთრებელი საშუალება.

  1. წყალბადის ზეჟანგი ათავისუფლებს აქტიურ ჟანგბადს, რომელიც ხელს უწყობს გათეთრების პროცესს. აუცილებლად გამოიყენეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი.
  2. 3 ჩ. კ. წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ 2 ლ წყალში. ჩაალბეთ თეთრი ნივთები 20 წუთით. ყოველ 5 წუთში გადაურიეთ, რათა ნივთები თანაბრად გათეთრდეს. შემდეგ გაავლეთ და გააშრეთ.
  3. 1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი, 1 ს. კ. მარილი და 1 ჩ. კ. სოდა აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ სველ თეთრ სამოსზე, კონკრეტულად კი დაზიანებულ ადგილებზე, დააყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ გარეცხეთ.

ძალიან ბევრი საშინაო მეთოდი არსებობს, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ თეთრ ნივთებს სიქათქათე შეუნარჩუნოთ. ამავე დროს ეს საშუალებები ნატურალურია,  უსაფრთხო და არ იწვევს ალერგიას.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ეს უმარტივესი საშუალებები და თქვენი თეთრეული სიქათქათით თავი მოიწონეთ.