კატარაქტის განვითარების შეფერხებაში და მხედველობის შენარჩუნებაში ნატურალური საშუალება დამეხმარა

მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა, რომელიც აუცილებელია სამყაროში ადაპტაციისათვის.

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული. ყველაზე ხშირად ეს დაავადება გავლენას ახდენს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზე.

კატარაქტას სამკურნალოდ არსებობს მალამოები, აბები და წვეთები, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით.

მხედველობის გასაუმჯობესებლად მრავალი ბუნებერივი პროდუქტი არსებობს. სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ერთ-ერთი საშუალების რეცეპტს, რომელიც აღადგენს მხედველობას თვალის სისხლძარღვების გაძლიერებით და ტოქსინებისგან გაწმენდით.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • წყალი 4 ჩ. ჭ.
  • ჟოლოს ფოთლები
  • ვარდის ფურცლები 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აადუღეთ წყალი. ჟოლოს ფოთლები დააქუცმაცეთ (დაახლოებით, 4 ჩ. კ. ოდენობის) და ვარდის ფურცლებთან ერთად მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით ადუღებული წყალი და დააყოვნეთ გაგრილებამდე.
  2. შემდეგ გადაწურეთ და მზა ნაყენით დღეში ერთხელ გაიწმინდეთ თვალები. მხედველობა თანდათან გაგიმჯობესდებათ. რეკომენდებულია, გაზარდოთ A ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება და შეამციროთ ტელეფონის ან ტელევიზორის გამოყენება.

ასევე დადებითად აისახება თქვენს ხედვასა და ჯანმრთელობაზე სუფთა ჰაერზე სეირნობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!