ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას და თანდათან აისახება მასზე სიბერის ნიშნები. კანი ეშვება, დუნდება, ჩნდება წვრილ-წვრილი ნაოჭები, კარგავს სილამაზესა და ჯანმრთელობას.
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ასწრაფებს დაბერების პროცესს და ზრდის ნაადრევი ნაოჭების გაჩენის ალბათობას. კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს ძლიერი ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული კოსმეტოლოგიური პროცედურები, მზის პირდაპირი ზემოქმედება დაცვის გარეშე, არასწორი კვება, ჰორმონალური ცვლილებები.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი შრატის რეცეპტს. ბუნებრივი ინგრედიენტებისა და E ვიტამინის შერწყმა ააქტიურებს კოლაგენის წარმოებას, ამცირებს ნაოჭებს, აახალგაზრდავებს, ატენიანებს და კვებავს კანს.
შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვიტამინი E 1-2 წვეთი
- ალოე ვერას გელი 2 ს. კ.
- ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.
- ვარდის წყალი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- ალოე ვერას გელი მოათავსეთ მინის ჭურჭლში, დაამატეთ ვარდის წყალი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- შემდეგ დაამატეთ E ვიტამინი, ნუშის ზეთი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის კონტეინერში.
გამოყენების წესი:
ხელნაკეთი საშუალება გამოიყენეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. შრატი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შრატი სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.