ონიჰომიკოზი, ფრჩხილის სოკო, არის ფრჩხილის ზედაპირული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ფრჩხილის გაყვითლება და გასქელება. ფრჩხილები ხდება მყიფე და მსხვრევადი. სოკოვანი ინფექცია სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დაუყონებლივ უნდა მივიღოთ ზომები მის აღმოსაფხვრელად.
ფრჩხილის სოკოს გავრცელებას იწვევს ჰიგიენის დაუცველობა, ტრამვები, მოუხერხებელი ფეხსაცმელი. ის აქტიურად ვრცელდება ტენიან, თბილ და ბნელ ადგილებში, ამიტომ ფეხის ფრჩხილები სოკოსთვის საუკეთესო ადგილია.
სოკოს საწინააღმდეგოდ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება საუკეთესო გამოსავალია და ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე ქიმიური მედიკამენტები.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც სწრაფად და მარტივად მოიშორებთ ფრჩხილის სოკოს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სამედიცინო სპირტი 5 ს/კ
- წყალბადის ზეჟანგი 5 ს/კ
- თეთრი ძმარი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- აიღეთ მინის კონტეინერი, ჩაასხით წყალბადის ზეჟანგი, დაამატეთ სპირტი და 2 წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ. შემდეგ დაამატეთ ძმარი და კვლავ შეანჯღრიეთ.
- კონტეინერს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილზე.
გამოყენების წესი:
პირველ რიგში, ფეხები კარგად დაიბანეთ, ფრჩხილები გაიშრეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი გააჯერეთ მზა ნაყენში და დაზიანებული ფრჩხილი კარგად გაიწმინდეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და უმარტივესი გზით გათავისუფლდით სოკოვანი ინფექციისგან.