იაფი და ხელმისაწვდომი ნიღბის რეცეპტი, რომელიც გაწმენდს ფორებს, გამოკვებავს კანს და შეამცირებს ნაოჭებს

შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს. ნიღაბი ხსნის დაღლილობას, არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებს, ატენიანებს და ჭიმავს კანს, აქვს ბოტოქსის ეფექტი.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.
  • სტაფილოს წვენი 5 ს. კ.
  • კარაქი 1 ს. კ.
  • წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სახამებელს დაასხით ცოტა წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
  2. შემდეგ აადუღეთ 400 მლ წყალი.
  3. თბილი გადადუღებული წყალი ნელ-ნელა დაამატეთ სიმინდის სახამებელს, თან ურევთ განუწყვეტლივ. დადგით დაბალ ცეცხლზე, როდესაც მასა გახდება ბლანტი გადმოდგით ცეცხლიდან, არ აადუღოთ.
  4. გაგრილებულ ნარევს დაამატეთ სტაფილოს წვენი, კარაქი და კარგად აურიეთ.
  5. მომზადებული ნიღაბი გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
  6. ნიღაბის გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ ტონიკით. შემდეგ  დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ნიღაბი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი საცხი.

თავდაპირველად, ნიღაბი გაიკეთეთ ზედიზედ 3 დღე, ხოლო შემდეგ_ კვირაში 1-2-ჯერ.