ჩემი კანი ძალიან ნაზი, რბილი და გლუვია, რისთვისაც ამ საშინაო კრემს ვემადლიერები

კანის მოვლის თანამედროვე მალამოები, ლოსიონები და სხვადასხვა საშუალებები შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც შეიწოვება კანის მიერ. მაქსიმალურად მოვერიდოთ უხარისო საშუალებების გამოყენებას და დავიცვათ კანი მავნე ზემოქმედებებისგან.

შემოგთავაზებთ უძველესი საშუალების რეცეპტს, რომელიც ატენიანებს, აახალგაზრდავებს, ამშვიდებს კანს, გაგათავისუფლებთ ნაწიბურებისგან, სტრიებისგან, ცელულიტისგან. მალამო ეფექტურად გამოიყენება ნაოჭებისა და სიბერის სხვა ნიშნების აღმოსაფხვრელად.

მალამო უმარტივესი მოსამზადებელია და დატვირთულია მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით.

საოცარი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ფუტკრის ცვილი 8 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 200 მლ
  • სალბის ნახარში 3 ს. კ. (ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ სალბის ფხვნილის 1 ს. კ., დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი)
  • 2 ცალი მინის პატარა ქილა (გასტერილებული)

მომზადების წესი:

  1. ორთქლის აბაზანაზე გადნეთ ცვილი ნუშის ზეთთან ერთად და კარგად აურიეთ.
  2. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ სალბის გაგრილებული ნახარში (შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის, კალენდულას ან პიტნის ნახარში).
  3. ინგრედიენტები ხის კოვზით კარგად აურიეთ.
  4. მზა მალამო გადაიტანეთ ქილებში, გააგრილეთ და შემდეგ დაახურეთ ხუფი.

მალამო შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია ნახევარი წლის განმავლობაში. მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად, აბაზანის მიღების შემდეგ. შეიზილეთ თხელ ფენად და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული მალამო და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.