სხეულის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი გასაღებია კვება. საკვებიდან ვიღებთ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აუციელებელია ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.
ასაკის მატებასთან ერთად, ფერხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონიება, რაც ხელს უშლის ნაწლავის ნორმალურად მოქმედებას. ორგანიზმში გროვდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსინები. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ყაბზობა მრავალი ადიამიანის პრობლემაა. როგორც ჯაჭვის რგოლები უკავშირდება ერთმანეთს, ისე ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი. სწორედ ამიტომ, ნაწლავის ბლოკირება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული მარტივი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ნაწლავების ღრმა წმენდას, ლორწოსა და ნარჩენების გამოდევნას.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 150 გრ შავი ქლიავი
- 150 გრ ფინიკი
- 5 ფინჯანი წყალი
მომზადების წესი:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ დაჭრილი ფინიკი და შავი ქლიავი (კურკის გარეშე). ადუღეთ 15 წუთი და დააყოვნეთ გაგრილებამდე.
- ნარევი გადაიტანეთ მინის ჭურელში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში. ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ გამწმენდი საშუალების 1 ს. კ.
- სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე. დაიმახსოვრეთ, ნაწლავების გაწმენდა აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.
მოამზადეთ უმარტივესი დეტოქს სასმელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.