შემოგთავაზებთ ნაზი, მსუბუქი, ვანილის არომატით გაჯერებული ხუთწუთიანი კრემის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 250 გრ (ოთახის ტემპერატურის)
- შაქარი 200 გრ
- რძე 100 მლ
- ვანილი
მომზადების წესი:
- რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტეპერატურაზე, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, აურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სასურველია, გამოიყენოთ მიქსერის ყველაზე დაბალი სიჩქარე.
- 5 წუთის შემდეგ მასა გასქელდება და ნაზი და ჰაეროვანი კრემიც მზად არის. შეიძლება 5 წუთზე ცოტა მეტი დრო დასჭიდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ, სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.
- კრემის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ბლენდერი ან კომბაინი. თუ მიქსერი არ გაქვთ, ჯობს ათქვიფოთ ხელის სათქვეფით.
წარმოიდგინეთ როგორ გააგემრიელებს ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი თქვენს ნახელავს, ამიტომ ცადეთ, მომზადეთ და გემრიელად მიირთვით!