
ანემია არის სისხლის წითელი უჯრედების_ ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობა. არსებობს 400-ზე მეტი სხვადასხვა სახის ანემია. მათაგან ყველაზე გავრცელებული არის რკინადეფიციტური ანემია.
დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, სწრაფი გულისცემა, სუსტი თმა და მყიფე ფრჩხილები_ სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ანემიას.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული 3 მარტივი და ყველაზე ეფექტური საშუალებების რეცეპტს, რომლებიც წმენდს ღვიძლს, აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას, აახლებს სისხლს, ორგანიზმში ამაღლებს რკინის დონეს, კურნავს ანემიას.
1. ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი
ჭარხალი რკინის ბუნებრივი წყაროა. ჭარხლისა და სტაფილოს კომბინაცია ხელს უწყობს რკინის შეწოვას. ლიმონი სასმელს უნიკალურ გემოს მატებს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პატარა ჭარხალი 2 ცალი
- მეოთხედი ლიმონის წვენი
- სტაფილო 2 ცალი
- ლუდის საფუარი 1 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
ჭარხალი და სტაფილო გათალეთ, დაჭერით, დაამატეთ ლიმონი და დააბლენდერეთ, შგიძლიათ გამოიყენოთ წვენსაწურიც. შემდეგ დაამატეთ ლუდის საფუარი, მოურიეთ და დალიეთ მომზადებისთანავე.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასმელი მიიღეთ უზმოზე, დღეგამოშვებით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 კვირა.
2. ისპანახი, ჭარხალი, წითელი კენკრა
მოცემული წვენი გაჯერებულია რკინით. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის ოპტიმალური რაოდენობის შეწოვას და წმენდს ღვიძლს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ისპანახი 2 მუჭა
- ჭარხალი 1 ცალი
- წითელი კენკრა (ჟოლო, მარწყვი, წითელი მოცხარი, წითელი მოცვი, კუნელი და ა. შ.) 1 ჭიქა
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ბოლოკი (პატარა) 3 ცალი
მომზადებისა და მიღების წესები:
ისპანახი და ჭარხალი დაჭერით, დაამატეთ თქვენთვის სასურველი, ხელმისაწვდომი წითელი კენკრა, ბოლოკი, ლიმონი და დააბლენდერეთ ან გამოიყენეთ წვენსაწური. დალიეთ მომზადებისთანავე.
მიიღეთ დღეში ერთხელ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 დღე.
3. ოხრახუშის წვენი
ოხრახუში რკინის ბუნებრივი წყაროა. C ვიტამინის არსებობა დამატებითი ბონუსია, რადგან ის აუმჯობესებს მის ბიოშეღწევადობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოხრახუში 1 კონა
- მეოთხედი ლიმონის წვენი
- კიტრი 1 ცალი
- ყვითელი ან მწვანე ვაშლი 1 ცალი
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები გამოწურეთ წვენსაწურში ან დააბლენდერეთ და დალიეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ 3 დღე, მომდევნო 3 დღე დაისვენეთ და მიღება გააგრძელეთ მოცემული წესის მიხედვით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!