ლიმონი, გარდა იმისა, რომ საოცრად არომატული ციტრუსია, ფრიად მნიშვნელოვანი და უაღრესად სასარგებლო ნაყოფია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ლიმონს რეგულარულად იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციების საწინააღმდეგოდ, წონაში დასაკლებად და დეტოქსიკაციისთვის.
ის უნდა მივიღოთ სწორად, რათა შევძლოთ სამკურნალო თვისებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება.
ლიმონის სასმელს დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ და არც განსაკუთრებული ინგრედიენტები სჭირდება.
1. წმენდს ორგანიზმს
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ლიმონი ეფექტურად წმენდს ღვიძლს და მთელ ორგანიზმს.
2. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
კანის მკვდარი უჯრედები, რომლებიც დიდი ხნით რჩება კანზე, იწვევს ნაოჭების, მუქი ლაქების, აკნესა და კანის სხვა პრობლემების წარმოქმნას. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ლიმონი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც აღადგენს და წმენდს კანს, უნარჩუნებს მას ახალგაზრდობასა და სილამზეს.
გამოიყენეთ ლიმონიანი წყალი სახის გასაწმენდად და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!
3. აძლიერებს იმუნურ სისტემას
C ვიტამინით მდიდარი ლიმონი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქტიურად ებრძვის ტოქსინებს, ვირუსებს, ბაქტერიებს ან მიკროორგანიზმებს, რომლებიც ცდოლობს ორგანიზმში შეღწევას.
4. ხელს უწყობს წონის დაკლებას
ბოჭკოები, B და C ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც უხვად მოიპოვება ამ საოცარ ნაყოფში, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ასწრაფებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და უზრუნველყოფს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.
5. ტვინის აქტივობა
მაგნიუმისა და კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, ლიმონიანი წყალი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, კერძოდ, შემეცნებით არეს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის შენახვაზე.
6. გაჯერებულია სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლიმონს შეუძლია ორგანიზმის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდა, ამიტომ ლიმონიანი წყლის რეგულარულად გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს უჯრედების განვითარების რისკს.
ლიმონიანი წყალი აფერხებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ლიმონის სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფინჯანი თბილი წყალი და ლიმონის წვენი 1 ს. კ. სასმელი მიიღეთ ყოველი ჭამის წინ 30 წუთით ადრე. გისურვებთ ჯანმრთელობას!