ხელნაკეთი კბილის პასტა, რომელიც რამდენიმე ტონით ათეთრებს ემალს და იცავს პირის ღრუს

შემოგთავაზებთ უძლიერეს საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ კბილებზე ქვების მოშორებას და მათ გათეთრებას. მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც არ იქნება დატვირთული ქიმიური ნივთიერებებით.

ხელნაკეთი საშუალების ერთ-ერთი ინგრედიენტია ნატრიუმის ბიკარბონატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი მკურნალობის დროს, განსაკუთრებით კბილების, ღრძილების, ყელისა და კანის პრობლემების მოსაგვარებლად.

ზღვის მარილი უძლიერესი საშუალებაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მიკრობებისა და ვირუსების გასანადგურებლად. იგი ეფექტურად მოგაშორებთ ქვებს კბილებზე, გაგიუმჯობესებთ ღრძილების მდგომარეობას და გაგითეთრებთ კბილებს.

მოცემული საშუალების შემადგენლობაში შედის ბუნებრივი პროდუქტი, ქოქოსის ზეთი, რომელიც აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიურ პროცედურებში. მოცემული პროდუქტი საუკეთესოა კბილებზე ნადების მოსაშორებლად, მინანქრის გასაძლიერებლად, კარიესის პროფილაქტიკისა და ღრძილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გრეიფრუტის ექსტრაქტი ძალიან ეფექტურია პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან გასათავისუფლებლად.

ხელნაკეთი კბილის პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ს. კ. ქოქოსის ზეთი
  • 4 ს. კ. სოდა (ნატრიუმის ბიკარბონატი)
  • გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი 2 წვეთი
  • თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 8-12 წვეთი
  • დასატკბოად გამოიყენეთ სტევიას დაფხვნილი ბალახი (სურვილისამებრ)
  • 1 ს. კ. წმინდად დაფქული ზღვის ან ჰიმალაის მარილი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში. მიღებული ხელნაკეთი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები კვირაში 2-ჯერ. სასიამოვნო ცვლილებებს მალე იხილავთ.

აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეთერზეთები, როგორიცაა ლიმონის, მიხაკის, დარიჩინის, ლაიმის, პიტნის, ევკალიპტის, როზმარინისა და ფორთოხლის. მათი გაამოყენება შეგიძლიათ შინაგანი გზითაც. ეთერზეთები მოქმედებს როგორც სოკოს, ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული საშუალებაა და ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.