კვერცხის ნაჭუჭს ყოველთვის ვაგროვებ. ის არაერთი პრობლემის მოგვარებაში ჩემი საუკეთესო დამხმარეა

კვერცხი ცილების, მინერალებისა და ვიტამინების წყაროა. არანაკლებ სასარგებლოა კვერცხის ნაჭუჭიც, რომელიც კალცის ბუნებრივი საბადოა. გარდა ამისა, იგი შეიცავს უამრავ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

სტატიაში შემოგთავაზებთ კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდს, რომელთა მიხედვითაც მოიგვარებთ უამრავ პრობლემას.

1. ნატურალური სახვევი

კვერცხის ნაჭუჭი შიგნიდან დაფარულია გამჭვირვალე გარსით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ნაკაწრებისა და მსუბუქი  ჭრილობების გასაკურნებლად. გარსი დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. ღრმა და ღია ჭრილობებზე ეს მეთოდი არ გამოიყენოთ.

2. ბაღის მავნებლები

თუ თქვენს ბაღს ლოქორიები და ლოკოკინები შეესივნენ, კვერცხის ნაჭუჭები დაწყვეთ ნარგავების ირგვლივ და შექმენით ერთგვარი ბარიერი, რადგან მავნებლები ვერ გაივლიან კვერცხის ნაჭუჭის მკვეთრ ნაჭრებში.

3. ბუნებრივი სასუქი

კალციუმის მაღალი შემცველობის წყალობით კვერცხის ნაჭუჭი კვებას მცენარეთა ფესვებს და უზრუნველყოფს მათ სწრაფად ზრდას. კვერცხის ნაჭუჭი დაფხვენით და მოაყარეთ ნარგავების ირგვლივ.

4. კალციუმის საკვები დანამატი

კვერცხის დაფქვილი ნაჭუჭი შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანებს,  კოქტეილებს და სხვა კერძებს. კვერცხი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ, შემდეგ ნაჭუჭები დაფშხვენით და კალციუმის გარკვეული ულუფაც მზად არის.

ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა 50 წელს გადაშორებული ადამიანებისთვის.

5. ამაგრებს ფრჩხილებს

თუ თქვენ მყიფე და მსხვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ფრჩხილის ლაქს დაამატეთ კვერცხის ნაჭუჭების ძალიან წმინდად დაფხვნილი ფხვნილი, კარგად აურიეთ და გამოიყენეთ ფრჩხილების გასამაგრებლად.

6. კანის გაღიზიანების საწინააღმდეგოდ

დამწვრობების ან კანის სხვა გაღიზიანებების სამკურნალოდ კვერცხის ნაჭუჭები ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით ვაშლის ძმარი და 48 საათით დადგით სიბნელეში.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სამკურნალო ნარევში გააჯერეთ ბამბის ტამპონი და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანის დაზიანებულ უბნებზე.

7. ბლენდერის დანის გასალესად

ბლენდერის ფინჯანში ჩაასხით ცოტა წყალი, ჩაყარეთ კვერცხის ნაჭუჭები და ჩართეთ ბლენდერი. რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენი ბლენდერის დანა ახალივით იქნება.

ასე, რომ ნუ გადაყრით კვერცხის ნაჭუჭებს და გამოიყენეთ მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად.

შეგახსენებთ, რომ შინაური კვერცხის ნაჭუჭები უნდა გამოიყენოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!