ხაჭოს უგემრიელესი დესერტი, რომელიც იმდენად მიყვარს. რომ ყოველ კვირას ვამზადებ

0
413

შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ხაჭოსა და ლიმონის არომატით გაჯერებული, შოკოლადის ნაზი მინანქრით დაფარული დესერტი ისეთი გემრიელია, რომ მასზე უარის თქმა გაგიჭირდებათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხაჭო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
  • 130 გრ კარაქი
  • 40 გრ ქიშმიში
  • 1 ს. კ. მანანის ბურღული

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
  2. თუ გსურთ, ხაჭოს დესერტი ნაზი გამოგივიდეთ, ხაჭო გაატარეთ საცერში. ცალკე თასში ათქვიფეთ 150 გრ შაქარი და კვერცხის გული. შემდეგ დაამატეთ მანანი, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, 100 გრ დარბილებული კარაქი, ხაჭო და აურიეთ.
  3. ცილა ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოიან მასას. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი,  მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მზა მასა. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.

ამზადებთ მინანქარს

საჭირო ინგრედიენტები:

  • დარჩენილი კარაქი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 3 ს. კ. არაჟანი
  • 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი

ინსტრუქცია:

კარაქისა და შაქარის ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, კაკაო  და აადუღეთ.

მზა დესერტი გააგრილეთ, დაფარეთ მინანქრით და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!