ალუბალი თოვლის ქვეშ – ასე ჰქვია დესერტს, რომელიც იმდენად ნაზი და ჰაეროვანია, რომ პირში დნება

შემოთავაზებული დესერტის შესამკობად სიტყვების მოძებნაც კი ძნელია. ,,ალუბლები თოვლის ქვეშ“_მოდით, ასე ვუწოდოთ ამ საოცრებას. ულამაზესი ტორტი ალუბლებით, ფხვიერი ცომითა  და მერინგით (ბეზე) დაუჯერებლად გემრიელია. ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მაყვალი გამოიყენოთ.

დესერტის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარბილებული კარაქი ან მარგანინი 150 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • 4 კვერცხის გული
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
  • ვანილი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალუბალი 500 გრ (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ)
  • სახამებელი 1 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.

ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 4 კვერცხის ცილა
  • შაქარი 100 გრ
  • ვანილი
  • ლიმონმჟავა მწიკვი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ალუბალი დაკურკეთ.
  2. დარბილებულ კარაქს დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული (ცილა მაცივარში შედეთ), ვანილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  3. თქვეფთ 2 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
  4. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. გადაიტანეთ ცომი და ხელით გააბრტყელეთ. კიდეები საცხობი ფორმის კედლების ნახევრამდე ამოიყვანეთ.
  5. ალუბალს დაამატეთ შაქარი, სახამებელი, აურიეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. შაქარი ნაყოფს დაატკბობს, ხოლო სახამებელი შთანთქავს ზედმეტ ტენიანობას.
  6. ფორმა 15-25  წუთით შედეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოცხობამდე ამზადებთ ბეზეს. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, ვანილი, ლიმონმჟავა. მიიღებთ ღრუბელივით მასას.
  7. ნახევრად მომზადებული ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან და ბეზე ალუბალზე თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი დააყენეთ 150 გრადუსზე და გააგრძელეთ ცხობა.

ნამცხვრის სრულ მომზადებამდე დაგჭირდებათ 10-12 წუთი, სანამ ბეზე არ გახდება ღია კრემისფერი. დესერტი ღუმელიდან მაშინვე არ გამოიღოთ. დამერწმუნეთ, თქვენი ნახელავით იამაყებთ.